სხვა

14:36 | 17.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთელთა ნაკრები საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს

19-21 მაისს ახლად გახსნილი საცურაო კომპლექსი “ოლიმპიკი" თბილისის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. შეჯიბრში საქართველოს ნაკრებთან ერთად დიდი ბრიტანეთის, უკრაინის და ბელორუსის ნაკრებები გამოვლენ.
სპორტის დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, შეჯიბრების დელეგატი ხორვატი მილიდო ბებიჩი იქნება, მსაჯები კი – ქართველი ირაკლი სანაძე, ბერძენი ნიკოლას სტავროპულოსი, იტალიელი ატილო პაოლეტი და აზერბაიჯანელი მარკ კოგანოვი.
ტურნირისთვის საქართველოს ნაკრები კარგად მოემზადა, ჯერ ჰოლანდიაში გაიარა შეკრება, მერე კი უკრაინის ღია პირველობაზე ითამაშა.

”ასეთი საერთაშორისო დონის შეჯიბრი თბილისში 20 წელია არ ჩატარებულა, საბჭოთა პერიოდში ტარდებოდა და მაშინ ნაკრების შემადგენლობაში მეც ვთამაშობდი, ახლა კი მთავარი მწვრთნელის რანგში გამოვდივარ. მოწინააღმდეგეთა თამაშს კარგად ვიცნობ, რადგან მათთან გვითამაშია. ვიმედოვნებ, ჩემი დებიუტი წარმატებული გამოდგება და გავიმარჯვებთ” - განაცხადა ”მსოფლიო სპორტთან” საუბრისას ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზვიად დავითიანმა.
 

 

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია: ზურაბ ჭუმბურიძე, ბექა ქენქაძე, გურამ კოტარია, იოვან პოპოვიჩი, მარკო კორდიჩი, ვლადიმერ მარკოვიჩი, კოტე გელაშვილი, ზურაბ რურუა, გიორგი ახვლედიანი, ტატო ნიკოლეიშვილი, სანდრო ნამორაძე, ბექა ქავთარაძე, მიხეილ ბაღათურია.

 

19 მაისი
17:00 უკრაინა-დიდი ბრიტანეთი
19:00 საქართველო-ბელორუსი

 
20 მაისი
18:00 დიდი ბრიტანეთი-ბელორუსი
19:30 საქართველო-უკრაინა
 
21 მაისი
18:00 უკრაინა-ბელორუსი
19:30 საქართველო-დიდი ბრიტანეთი 
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091465