ჩოგბურთი

11:12 | 28.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

წონასწორობის შანსი

 დუბაის ტურნირის ნახევარფინალში ერთმანეთის პირისპირ რეიტინგსიის მეორე ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი და სადიდსლემო ტურნირების 17-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი წარსდგებიან. მატჩი დღეს საღამოს ჩატარდება. პირად დაპირისპირებებში ჯერჯერობით 16:15 წინაა ფედერერი, თუმცა, სერბისა და შვეიცარიელის ბოლო 3 მატჩი “ნოლეს” მოგებით დასრულდა. ასე რომ, ჯოკოვიჩს ფედერერთან ურთიერთშეხვედრების ანგარიშის გაყაიმების შანსი აქვს.

“ნოვაკი უკვე კარგა ხანია დუბაიში იმყოფება, ჯანმრთელობის მხრივ არაფერი აწუხებს დ კარგ ფორმაშიცაა. მნიშვნელოვანია, რომ როსოლთან 2 სეტით, საკმაოდ იოლად მოვიგე. ამან ძალის დაზოგვის საშუალება მომცა. ვფიქრობ, მე და ჯოკოვიჩს მოგების თანაბარი შანსი გვაქვს”, - ამგვარია ფედერერის წინასანახევარფინალე განწყობა.

დუბაის ტურნირის საპრიზო ფონდი 2 მილიონ 360000 დოლარია, მეორე ნახევარფინალური წყვილი კი ჩეხმა ტომაშ ბერდიხმა და გერმანელმა ფილიპ კოლშრაიბერმა შეადგინეს.

0.112869