შაბათის პრემიერლიგის განხილვისას, აქცენტს ცხადია, “ჩელსისა” და “ლივერპულზე” ვაპირებდით, მაგრამ მაურისიო პოჩეტინოს “საუთჰემპტონი” ისეთ ამბებს სჩადის, უპრიანია მისით დავიწყოთ. “წმინდანებმა” ელიტაში წელს გადმოსული “ჰალ სიტი” 4:1 გაანადგურეს და მინიმუმ კვირის მატჩებამდე, 22 ქულით მე-3 ადგილზე დადგნენ. კარგად თამაშობენ და ყურადღებამაც არ დაახანა, რამდენიმე დღის წინათ ინგლისის ნაკრების თავკაცმა როი ჰოჯსონმა სამი მათგანი: ჯეი როდრიგესი, რიკი ლამბერტი და ადამ ლალანა ჩილესა და გერმანიასთან მოახლოებული ამხანაგური მატჩებისთვის გამოიძახა. სხვათა შორის, ჰოჯსონი “საუთჰენპტონის” შაბათის მატჩსაც დაესწრო.
“წმინდანებმა” ზედიზედ მე-4 საშინაო მატჩი მოიგეს და როგორც ჩვენი ბრიტანელი კოლეგები აღნიშნავენ, ეს ამ გუნდის ისტორიაში საუკეთესო სტარტია, უკეთესი, ვიდრე 1983-84 წლების სეზონში, როცა ისინი მეორე ადგილზე გავიდნენ.
“ჰალ სიტისთან” ანგარიში ფრანგმა მორგან შნაიდერლინმა გახსნა ლამაზი თავურით, შემდეგ ლამბერტმა პენალტის ნიშნულიდან გააორა. განსაკუთრებით ეფექტური კი მესამე გოლი გამოდგა, როცა ახალგაზრდა კაპიტან ლალანას ჩინებული ინდივიდუალური გარღვევა გამოუვიდა. 37_ე წუთზე “საუთჰემპტონი” უკვე 3:0 იგებდა და საქმეც მოთავებული იყო.
“ფულემი,” რომელმაც წლევანდელ სეზონში ისედაც ვერ ააწყო თამაში, გამწარებული “ლივერპულის” მსხვერპლი გახდა. მოგეხსენებათ, წინა ტურში “წითლებმა” “არსენალთან” წაააგეს (0:2) და საკუთარი ქომაგების ქოქოლაც დაიმსახურეს. პირველი ბურთი სტუმრებმა საკუთარ კარში გაიტანეს, მაგრამ მასპინძლები აგრძელებდნენ დაწოლას და 3 წუთში კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურს მარტინ შკრტელმა თავი დაუხვედრა – 2:0. საინტერესოა, რომ ბოლოს აქამდე სლოვაკ მცველს ერთი წლის წინათ გაეტანა და მაშინაც “ფულემის” კარში. მერე კი ლუის სუარესის ჯერი დადგა. ურუგვაელმა ჯერ პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა ჯორდან ჰენდერსონის პასით, მეორეში კი მას სტივენ ჯერარდმა უასისტენტა და ლუისიც 8 გოლით ბომბარდირთა დავაში თანაგუნდელ სტარიჯსა და “სიტის” აგუეროს გაუთანაბრდა. სტუმართა 57 წლის ჰოლანდიელი მწვრთნელი მარტინ იოლი აღფრთოვანებული დარჩა სუარესის თამაშით, მინდორზევე გადაეხვია მას და შემდეგ თქვა: “სუარესი მსოფლიოს სამ საუკეთესო თავდამსხმელთა რიცხვში შედის. საჯარიმოში კი მასზე უკეთესი არავინაა. შეიძლება სერხიო აგუეროზეც ვილაპარაკოთ, მაგრამ ლუისი უფრო ტექნიკურია. ერთ-ერთ სეზონში სუარესმა 53 გოლი გაიტანა. არა მგონია აგუერომ მსგავსი რამ შეძლოს. როცა ლუისი საჯარიმოშია, მისი შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია. მცველებს ძალიან იოლად უმკლავდება. ხანდახან ის ექსცენტრიულია ხოლმე, მაგრამ ეს იმიტომ მოსდის, რომ ძალიან უნდა გამარჯვება. ის მუდმივად საბრძოლველადაა მომართული. თანაც სუარესი გუნდური მოთამაშეა, ყოველთვის ამჩნევს პარტნიორებს. ესეც დადებითი ჩვევაა, რადგან ტოპ მოთამაშეებს ჩვეულებრივ ინდივიდუალიზმისკენ აქვთ ხოლმე მისწრაფება,”
“ჩელსიმ” კიდევ ერთი სიურპრიზი შესთავაზა ქომაგებს. “ვესტ ბრომვიჩთან” შინ კინაღამ წააგო. წინა ტურში “ნიუკასლთან” დამარცხების შემდეგ (0:2) მოურინიომ თქვა: სასტარტო შემადგენლობის შერჩევისას 11 შეცდომა დავუშვიო. პორტუგალიელი მწვრთნელის რისხვა კიდევ იმან გაამძაფრა, რომ ედენ აზარმა ორშაბათის ვარჯიში გააცდინა და ამისათვის შუა კვირაში “შალკესთან” ჩემპიონთა ლიგის მატჩში განაცხადში საერთოდ ვერ მოხვდა. “ვესტ ბრომთან” ის კვლავ დაბრუნდა შემადგენლობაში და მსაჯის მიერ წამატებულ მე-6 წუთზე რამირესის წაქცევისთვის დანიშნული პენალტით გაათანაბრა. მოურინიომ მერე BBC-სთან განაცხადა: თერთმეტრიანი სამართლიანად დაინიშნაო, თუმცა ინგლისური მედია აღნიშნავს, რომ ბრაზილიელმა აშკარად გააფორმა ეპიზოდი და არბიტრი ანდრე მარინერიც “წამოაგო.” სტუმართა მწვრთნელმა სტივ კლარკმა კი ნამატჩევს აღშფოთება ვერ დამალა: “გაოცებული ვარ მსაჯის გადაწყვეტილებით, ახლაც ვერ ვიჯერებ, რომ პენალტი დანიშნა. ხომ ყველამ დაინახა, რომ რამირესმა მანამადე დაიწყო დაცემა სანამ ვინმე შეეხებოდა. გაწბილებული ვარ, 3 ქულას ვიმსახურებდით. მარინერს კი არაფერს ვეტყვი. რა აზრი აქვს.”
ისე, ძალიან უცნაური თამაში გამოდგა, “არისტოკრატები” გასაოცარ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ (78%-28%), მაგრამ სახიფათო მომენტებს პრაქტიკულად ვერ ქმნიდნენ. გოლიც, რომელიც პირველი ტაიმის ბოლოს ეტო’ომ გაიტანა, მოწინააღმდეგის მცველ რიჯუელისა და მეკარე მაიჰილის შეუთანხმებლობას მოჰყვა. მეორე ტაიმში კი სტუმრებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენეს. ჯერ შეინ ლონგმა გაათანაბრა, მერე შტეფან სესენონმა მეორე გაიტანა. ბოლო ეპიზოდსა და აზარის პენალტზე უკვე ვთვქით. ასე დამთავრდა მოურინიოს მე-100 მატჩი “სტემფორდ ბრიჯზე.” და კიდევ, მსაჯმა 9 ფეხბურთელი გააფრთხილა, მათ შორის სამი სტუმარი ვესტბრომელი ბოლო წუთნახევარში.
ასტონ ვილა – კარდიფი 2:0 (0:0)
ბირმინგემი. “ვილა პარკი.” 35 809
ასტონ ვილა: გუზანი, ვლაარი, კლარკი, ბეიკერი, ალ აჰმადი (ლაუტონი 74), ვესტვუდი, ტონევი, ბაკუნა, სილა, ბენტეკე, კოზაკი (ბოუერი 88)
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი
კარდიფი: მარშალი, ტეილორი, ტერნერი, თეოფილე კატრინი, კოლკერი, უითინგემი, კოუვი, მედელი, გუნარსონი (მატჩი 65), ოდემვინგიე (კემპბელი 55), ბელამი (მეინარდი 82)
მწვრთნელი: მალკი მაკაი
გოლები: 1:0 ბაკუნა (76), 2:0 კოზაკი (84)
გაფრთხილება: კლარკი (90+5); მედელი (75)
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 6(11)-2(6), ჯარიმა: 10-3, კუთხური: 5-3, თამაშგარე: 5-7, სეივი: 2-4
ჩელსი – ვესტ ბრომვიჩი 2:2 (1:0)
ლონდონი. “სტემფორდ ბრიჯი.” 41 623
ჩელსი: ჩეხი, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, ასპილიკუეტა (ობი მიკელი 73), ლამპარდი (ბაBA 64), ვილიანი, რამირესი, აზარი, ოსკარი (მატა 73), ეტო’ო
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
ვესტ ბრომვიჩი: მაიჰილი, ოლსონი, რიდი, რიჯუელი, მაკოლი, ამალფიტანო (პოპოვი 88), სესენონი (მორისონი 81), მულუმბუ, იაკობი, ბრანტი, ლონგი (ანიჩებე 79)
მწვრთნელი: სტივ კლარკი
გოლები: 1:0 ეტო’ო (45), 1:1 ლონგი (61), 1:2 სესენონი (68), 2:1 აზარი (პენ, 90+6)
გაფრთხილება: ლამპარდი (15), ეტო’ო (45+1), ივანოვიჩი (90+7); იაკობი (28), ლონგი (45+3), ამალფიტანო (83), ბრანტი (90+5), რიჯუელი (90+5), ოლსონი (90+7)
მსაჯი: ანდრე მარინერი
ბურთის ფლობა: 72%-28%, დარტყმა: 5(4)-1(5), ჯარიმა: 11-13, კუთხური: 9-4, თამაშგარე: 3-0, სეივი: 1-5
კრისტალ პალასი – ევერტონი 0:0
ლონდონი. “სელჰორსტ პარკი.” 25 231
კრისტალ პალასი: სპერონი, გაბიდონი, დელანი, მოქსი, უარდი, ტომასი (პანჩონი 85), იედინაკი, დიკხაცოი (ო’კიფი 46), ბენანი, ბოლასი, შამახი (ჯერომი 63)
ევერტონი: ჰოვარდი, იაგიელკა, ბეინსი, დისტინი, პინაარი, ბერი, ოსმანი (ბარკლი 56), კოულმენი, მაკარტი, მირალასი (დელოფეუ 56), ლუკაკუ
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
გაფრთხილება: იედინაკი (87)
მსაჯი: კრეიგ პოუსონი
ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 4(4)-5(8), ჯარიმა: 17-8, კუთხური: 4-7, თამაშგარე: 3-1, სეივი: 2-2
ლივერპული – ფულემი 4:0 (3:0)
ლივერპული. “ენფილდი.” 44 768
ლივერპული: მინოლე, ჯონსონი, აგერი, შკრტელი, სისოკო (ხოსე ენრიკე 61), ჯერარდი (ალენი 66), ლუკას ლეივა, ჰენდერსონი, ფილიპე კოუტინიო, სუარესი, სტარიჯი (მოზესი 76)
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
ფულემი: სტეკელენბურგი, სენდეროსი, ამორებიეტა, ზვეროტიჩი (ჰიუზი 61), დეჟეგა, სიდუელი, პარკერი, რიჩარდსონი, კასამი, კაჩანიკლიჩი (რუისი 46), ბერბატოვი (კარაგუნისი 83)
მწვრთნელი: მარტინ იოლი
გოლები: 1:0 ამორებიეტა (ს.კ. 23), 2:0 შკრტელი (26), 3:0, 4:0 სუარესი (36, 54)
გაფრთხილება: პარკერი (25)
მსაჯი: მაიკლ ჯონსი
ბურთის ფლობა: 68%-32%, დარტყმა: 10(22)-1(3), ჯარიმა: 13-9, კუთხური: 9-3, თამაშგარე: 4-2, სეივი: 1-6
საუთჰემპტონი – ჰალ სიტი 4:1 (3:0)
საუთჰემპტონი. “სენტ მერის სთედიუმი.” 30 022
საუთჰემპტონი: ბორუცი, ჟოზე ფონტე, ლოვრენი, კლაინი, შოუ, ლალანა, შნაიდერლინი, ვანაიამა, უარდ-პროუსი, როდრიგესი, ლამბერტი
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
ჰალ სიტი: ჰარპერი, როსენიორი, ფიგეროა, დევისი, მაკშეინი, ჰადლსტოუნი, ელ მოჰამადი, მეილერი, ლივერმორი, საგბო, ბოიდი
მწვრთნელი; სტივ ბრიუსი
გოლები: 1:0 შნაიდერლინი (16), 2:0 ლამბერტი (პენ, 30), 3:0 ლალანა (37), 3:1 საგბო (55), 4:1 დევისი (88)
გაფრთხილება: შნაიდერლინი (79); ჰარპერი (29), დევისი (44)
მსაჯი: ჰოუვარდ უები
ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 2(4)-1(5), ჯარიმა: 11-15, კუთხური: 6-5, თამაშგარე: 2-5, სეივი: 1-3
ნორვიჩი – ვესტ ჰემი 3:1 (0:1)
ნორვიჩი. “ქეროუ როუდი.”
ნორვიჩი: რადი, ოლსონი, ტერნერი, ბენეტი, მარტინი, ფერი, სნოდგრასი, პილკინგტონი (რედმონდი 34), ჰაუსონი, ელმანდერი, ჰუპერი (ჯონსონი 87)
მწვრთნელი: კრის ჰოუტონი
ვესტ ჰემი: იასკელაინენი, დემელი, კოლინზი, რაცი, ტომკინსი, ჯო კოული (დიამე 72), დაუნინგი, ნოლანი, ნოუბლი (ჯერვისი 87), კოლისონი (კარლტონ კოული 74), მორისონი
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
გოლები: 0:1 მორისონი (32), 1:1 ჰუპერი (პენ, 54), 2:1 სნოდგრასი (72), 3:1 ფერი (90+3)
გაფრთხილება: ტერნერი (50); ნოლანი (71)
მსაჯი: ჯონათან მოსი
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 6(8)-4(8), ჯარიმა: 12-11, კუთხური: 4-2, თამაშგარე: 0-6, სეივი: 3-3
ბომბარდირები:
8 - ლუის სუარესი, დანიელ სტარიჯი (ორივე – “ლივერპული”), სერხიო აგუერო (“სიტი”)
6 – ლოიკ რემი (“ნიუკასლი”), აარონ რემზი (“არსენალი”), რობინ ვან პერსი (1, “მანჩესტერი”)