ფეხბურთი

17:22 | 25.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

წმენდა “მანჩესტერშიც” იგეგმება

ინგლისური პრესის ცნობით, უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს, “მანჩესტერ იუნაიტედს” არაერთი ფეხბურთელი დატოვებს. ამის მიზეზი “წითელი ეშმაკების” არცთუ სახარბიელო ფინანსური მდგომარეობაა.

ცოტა ხნის წინათ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ სიტიში” წმენდა იყო დაგეგმილი. როგორც ჩანს, იგივე გეგმა აქვთ მე-2 მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელ პირებსაც.

გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულში, “იუნაიტედს” ანტონიო ვალენსია, ლუიშ ნანი, ხავიერ ერნანდესი, ანდერს ლინდეგაარდი და ანდერსონი დატოვებენ. ამის მიზეზი გუნდის ფინანსური მდგომარეობის წესრიგში მოყვანისა და ვალის ნაწილის დაფარვის მიზანია.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ფეხბურთელების გაყიდვით, “მანჩესტერი” 82 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. თანხის დიდი ნაწილი ვალების გასტუმრებას მოხმარდება, ხოლო დანარჩენი გუნდის გაძლიერებას.

0.102344