ფეხბურთი

14:28 | 6.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

წმენდა “ბარსელონაში”: “კამპ ნოუს” 16 ფეხბურთელი დატოვებს

კატალონიის “ბარსელონა” ზაფხულის სატრანსფერო სეზონში შემადგენლობის გადახალისებას გეგმავს. Sport-ის ცნობით, სეზონის დასრულების შემდეგ, “კამპ ნოუს” 16 ფეხბურთელი დაემშვიდობება.

გადაწყვეტილია, რომ “ბარსას” ვიქტორ ვალდესი და ხოსე მანუელ პინტო დატოვებენ. მეკარეებს კატალონიელებთან კონტრაქტები ეწურებათ. “ბლაუგრანას” კაპიტანმა კარლეს პუიოლმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა და შესაბამისად, განახლებულ “ბარსელონაში” ვერც მას ვიხილავთ. “კამპ ნოუდან” აბარგების ვარიანტებს უკვე განიხილავენ იბრაჰიმ აფელაი, ისააკ კუენკა, ჯონათან დოს სანტოსი და ოიერ ოლასაბალია.

დიდია ალბათობა იმისა, რომ კატალონიელებმა კრისტიან ტელიო, სერხი რობერტო, დანი ალვესი, ალექს სონგი და ადრიანო კორეია გაასხვისონ. სავარაუდოდ, “ბარსელონას” პედრო როდრიგესი, ხავიერ მასკერანო, სესკ ფაბრეგასი და ალექსის სანჩესიც დატოვებენ. 

 

თეგებიბარსელონა
0.095249