ფეხბურთი

17:44 | 11.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

წილი ნაყარია

დღეს, 11 აგვისტოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს თასის მეთექვსმეტედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა უმაღლესის რვა და პირველი ლიგის 16-მა კლუბმა მიიღო. რაც შეეხება “დინამოს”, “ზესტაფონს”, “მეტალურგსა” და “გაგრას”, ევროტურნირებში მონაწილე ეს ოთხეული გათამაშებაში მერვედფინალური ეტაპიდან ჩაებმება.
კენჭისყრის დაწყებამდე, გათამაშებაში მონაწილე გუნდები ტერიტორიული პრინციპით ორ ზონად დაიყო – აღმოსავლეთი და დასავლეთი.

 

 

 

საქართველოს თასის 1/16-ფინალი
აღმოსავლეთის ზონა

სიონი (ბოლნისი) – ნორჩი დინამოელი (თბილისი)
აეტი (თბილისი) – დილა (გორი)
სპარტაკი (ცხინვალი) – ზოოვეტი (თბილისი)
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – სტუ (თბილისი)
ჩიხურა (საჩხერე) – ლოკომოტივი (თბილისი)
 
დასავლეთის ზონა
სამტრედია (სამტრედია) – სულორი (ვანი)
დინამო (ბათუმი) – მერცხალი (ოზურგეთი)
ბაია (ზუგდიდი) – ჩხერიმელა (ხარაგაული)
ტორპედო (ქუთაისი) – მესხეთი (ახალციხე)
კოლხეთი (ხობი) – კოლხეთი (ფოთი)
გურია (ლანჩხუთი) – ჭიათურა (ჭიათურა)
მერანი (მარტვილი) – სქური (წალენჯიხა)

პირველი მატჩები 17 აგვისტოს გაიმართება. განმეორებითები კი, 13 და 14 სექტემბერს. 17 აგვისტოს გასამართი ყველა მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

 

სფფ-ის პრეს-სამსახური 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094067