საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ლევან წიკლაური (81 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) ობერვარტის მსოფლიოს თასის ფინალში გავიდნენ. წიკლაური ოქროს მედლისა და 100 სარეიტინგო ქულის მოსაპოვებლად კანადელ ანტუან ვალუა-ფორტიეს დაუპირისპირდება, ოქრუაშვილი კი კუბელ ოსკარ ბრისონს.
სწორედ ბრისონმა დაამარცხა ძირითად ბადეში ზვიად ხანჯალიაშვილი, რომელიც შემდეგ რეპეშაჟში გადაერთო და გადამწყვეტ შეხვედრამდეც მივიდა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ხანჯალიაშვილის მეტოქე იაპონელი კაზუჰიკო ტაკაჰაში იქნება.
დღესვე ავსტრიულ ტატამზე ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ), ზურაბ ზვიადაური და ბეთქილ ნავერიანიც (ორივე 90 კგ) გავიდნენ მაგრამ სამივე საწყის ეტაპზევე დამარცხდა.
ოთარ მაღლაკელიძე







