ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლევან წიკლაურმა რეპეშაჟის ფინალში უკრაინელ ვიტალი დუდჩიკს მესამე წუთზე შესრულებული იპონით მოუგო და “ბრინჯაოს ფინალში” ჭიდაობის უფლება მოიპოვა.
სამეულში მოსახვედრად წიკლაური ბელგიელ ბოტიოს დაუპირისპირდება, რომელიც დამამშვიდებელ ეტაპზე ნახევარფინალში ავთანდილ ჭრიკიშვილთან წაგების შემდეგ გადაერთო.







