ქართველმა სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაურმა, რომელიც სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ქართველ სპორტსმენთაგან პირველი ჩაერთო, ასპარეზობა 49-ე ადგილზე დაასრულა.
გიგანტურ სლალომში შეჯიბრში სულ 90 მოთხილამურე ჩაება, რომელთაგან პირველ ცდაზე გამოსვლა 16-მა ვერ დაასრულა, მეორეზე კი ტრასას 7 სპორტსმენი გამოეთიშა.
საბოლოოდ, ორივე ცდის გამოყენება 67-მა გოგონამ მოახერხა. ნინომ პირველ ცდას 1:27.27 წუთი დაახარჯა და 54-ე გახლდათ, მეორეზე კი ტრასა 1:28.07 წუთში დაფარა, რაც 50-ე შედეგი იყო.
ჯამში, ქართველი მოთხილამურე ჩემპიონ ტინა მაზეს (
ერთი საინტერესო დეტალიც. გიგანტურ სლალომში მონაწილეობა მიიღო ცნობილმა მევიოლინე ვანესა მეიმ, რომელიც სტარტზე ვანესა ვანაკორნის სახელით დადგა.
იგი სინგაპურში გახლავთ დაბადებული, ოლიმპიადაზე კი ტაილანდის დროშის ქვეშ იასპარეზა და თავი ნამდვილად არ შეურცხვენია.
აღნიშნულის იმას ვგულისხმობთ, რომ ვანესამ ორივე ცდა გამოიყენა და დისკვალიფიკაციას გადაურჩა, თორემ, ბოლო ადგილზე რომ გავიდა, გასაკვირი არაფერი ყოფილა. ჯამში, ვანაკორნმა გამარჯვებულთან 50.10 წამი დათმო.