ჭიდაობა

17:33 | 26.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

წერილი ფილადან: “არავითარი ცვლილება”

საჭიდაო წესებში სერიოზული ცვლილებები არ იგეგმება. ამის შესახებ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას დღეს აუწყა. ინფორმაცია, რომელზეც არა მარტო ქართულ, არამედ უცხოურ საჭიდაო წრეებშიც აქტიურად საუბრობენ, არ დასტურდება. ნოემბრის შუა რიცხვებში, ბულგარეთში გასამართ ფილას კონგრესზე წესებსა და წონით კატეგორიებში ცვლილებების განხორციელების საკითხი დღის წესრიგში არ შევა.
“ნოემბერ-დეკემბერში საქართველოს ჩემპიონატის ჩატარებას ვგეგმავთ და როდესაც საჭიდაო წესებსა და წონით კატეგორიებში შესაძლო ცვლილებების შესახებ გავიგეთ, საერთაშორისო ფედერაციას უმალ წერილობით მივმართეთ, მოსალოდნელი სიახლეების შესახებ კონგრესამდე გავეფრთხილებინეთ. დღეს მივიღეთ პასუხი, რომ არაფერი მსგავსი არ იგეგმება” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ.

 

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162271