ფეხბურთი

20:57 | 6.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

წავა “ჩიხურა” უცხოურ შეკრებაზე?

“ჩიხურა” აქამდე თბილისში ვარჯიშობდა, თუმცა საჩხერეში აგრძელებს შეკრებას და კვლავაც თანხას ელის. გუნდის მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ “მსოფლიო სპორტს” ამჯერადაც იგივე უთხრა, რაც წინა დღეებში – ბიუჯეტის დამტკიცებას ველითო.

მოასწრებს “ჩიხურა” უცხოურ შეკრებაზე წასვლას?

“თუ ამ ორ დღეში ჩაგვერიცხება თანხა, მაშინ აზრი ექნება თურქეთში წასვლას, თუ არადა, დაგვიანდება და საქართველოში მოგვიწევს მზადება. უფრო სავარაუდოა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და დაფინანსების პრობლემა არ შეიქმნება” – გვითხრა ფრუიძემ.

0.126959