ძიუდო

19:16 | 23.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

წაუგებელი ბიჭები ახმეტიდან

1996-97 წლებში დაბადებულმა ახმეტელმა ძიუდოისტებმა 20-22 აგვისტოს, ლატვიის ქალაქ ლიეპაიაში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე შედეგიანად იჭიდავეს. ლიეპაიას ღია პირველობაზე, რომელზეც ტატამზე ლატვიის, ლიტვის, რუსეთისა და ესტონეთის ნაკრებების 400-მდე ძიუდოისტი გავიდა, საქართველოს სახელით ახმეტის გუნდმა მიიღო მონაწილეობა. მწვრთნელებმა – ზეზვა შათირიშვილმა და გიორგი ნადირაძემ თან ექვსი სპორტსმენი იახლეს და ექვსივემ ისე დაასრულა ტურნირი, არც ერთ უცხოელ მეტოქესთან არ დამარცხებულან. საბოლოოდ, ქართულმა გუნდმა 5 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა.
35 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ნიკო ჭიკაიძე გახდა, 55 კილოგრამში – ლევან დარძული, 60-ში – ზვიად მრელაშვილი, 66-ში – ვანო ჩურჩხელაშვილი, ხოლო +66 კილოგრამში ქართული ფინალი შედგა - დავით რამაზაშვილმა მიხეილ ახალაურს სძლია.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160877