საფრანგეთის ლიგა ერთის მე-16 ტურის შემდეგ, ევროპის წამყვან ჩემპიონატებში წაუგებლები მხოლოდ „ბაიერნი“ და „რომა“ არიან. „პარი სენ ჟერმენი“ „ევიანს“ ეწვია და ლორან ბლანის გუნდმა მეტოქეს 3-მატჩიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტის საშუალება მისცა.
„ევიანმა“ გოლები შეხვედრის ბოლო 15 წუთში გაიტანა. ანგარიში შეცვლაზე შესულმა ნ’სიკულუმ გახსნა, რომელმაც საჯარიმოს წინა ხაზიდან დაარტყა, ხოლო 87-ე წუთზე, სუგუმ სტუმართა საჯარიმოში ტიაგუ სილვასა და კრისტოფ ჟალეს ყოფნა არ შეიმჩნია და შეხვედრას წერტილი დაუსვა.
საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 603-ე თამაშის ჩატარებით ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდა მიკაელ ლანდრო. „ბასტიას“ კარის დარაჯმა ეს ისტორიული მატჩი „აიაჩოსთან“ ჩაატარა. თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა. ლანდრო ჯერ 34 წლისაა და იმის გათვალისწინებით, რომ მეკარისთვის ეს ასაკი არცთუ დიდია, ის საკუთარ მონაგარს კიდევ არაერთ თამაშს დაამატებს.
ლიგა ერთის მე-16 ტურის პირველ სათამაშო დღეს, 3 მატჩში, არბიტრებმა ფეხბურთელებს მხოლოდ 2 ყვითელი ბარათი უჩვენეს. მე-2 სათამაშო დღეს, მსაჯებს გაცილებით მეტი საქმე მიეცათ - მათ 6 თამაშში 5 წითელი ბარათის ჩვენება მოუხდათ.
აიაჩო-ბასტია 1:1 (0:1)
აიაჩო, “ფრანსუა კოტი”
აიაჩო (4-2-3-1): ოჩოა, ჰენგბარტი, ნადო, დიელნა, ბონარი, გონსალვესი (ლასნე 46), კავალი, მოსტეფა, დიარა (ანდრე 51), ოლიეში (პეროცო 66), ედუარდო.
მწვრთნელი: კრისტიან ბრაკონი.
ბასტია (4-2-3-1): ლანდრო, სიონი, სკილაჩი, არეკი, პალმიერი, მოდესტო (ილანი 88), რომარიკი, კრასიჩი, ბუდებუზი, კაზრი (ბა 16), რასპენტინო (ბრუნო 71).
მწვრთნელი: ფრედერიკ ანტცი.
გოლები: 0:1 რასპენტინო (9), 1:1 ედუარდო (82).
გაფრთხილებები: გონსალვესი 6, დიელნა 36 - პალმიერი 79.
გაძევება: ნადო 61.
მსაჯი: ალექსანდრ კასტრო.
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 4 (2)-16 (4), კუთხური: 1-1, თამაშგარე: 4-0, სეივი: 3-1, ჯარიმა: 16-16.
გენგამი-ბორდო 0:1 (0:1)
გენგამი, “რუდურუ”
გენგამი (4-4-2): ასემბე, პერეირა, კერბრა, სორბონი, ლემეტრი (ლევეკი 46), ატიკი (ლანგილი 54), მატისი, სანკარე, ჟირესი (ფორი 64), ბოვუ, დუნიამა.
მწვრთნელი: ჟოსელინ გურვენე.
ბორდო (4-4-2): კარასო, მარიანო, ენრიკე, სანე, ორბანი, ფობერი, სერტიჩი, ნ’გემო, მორის-ბელე (პლანუსი 75), ჟუსიე (საკო 61), სევე (ობრანიაკი 75).
მწვრთნელი: ფრანსის ჟილო.
გოლი: 0:1 ფობერი (26).
გაფრთხილებები: ორბანი 50, საკო 90+4.
გაძევებები: ბოვუ 90+1 - ორბანი 53.
მსაჯი: სებასტიან დეზიაჟი.
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 7 (2)-9 (5), კუთხური: 7-0, თამაშგარე: 8-0, სეივი: 4-2, ჯარიმა: 12-13.
მონპელიე-ლორიანი 0:2 (0:0)
მონპელიე, “ლა მოსონი”
მონპელიე (4-2-3-1): ჟურდრენი, კონგრი (დეზა 69), ილტონი, ელ კაუტარი, ტიენე, მარვო, სტამბული, სანსონი, კაბელა, მუნიე (ტინანი 72), მონტანიო
მწვრთნელი: ჟან ფერნანდესი.
ლორიანი (4-4-2): შეინო, გასამა, კონე, მანგა, გერეირო, სუნუ (რობერი 85), ბურილონი, დუკურე, ბართელმი (ჟუფრე 78), დიალო, აბუბაკარი.
მწვრთნელი: კრისტიან გურკუფი.
გოლები: 0:1 ბართელმი (48), 1:1 აბუბაკარი (90+4, პენ).
გაფრთხილებები: მარვო 53, მუნიე 60 - რობერი 89.
გაძევება: ილტონი 89, ელ კაუტარი 90+3.
მსაჯი: ვილფრიდ ბიენი.
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 15 (3)-13 (4), კუთხური: 9-5, თამაშგარე: 2-2, სეივი: 2-3, ჯარიმა: 12-11.
რენი-სენტ ეტიენი 3:1 (1:0)
რენი, “რუტ დე ლორიანი”
რენი (4-2-3-1): კოსტილი, დანზე, უტანჯო, არმანი, ემერსონი, ბაკაიოკო, მაკუნი, პიტროიპა (საიდი 74), კადირი, ალესანდრინი (მორეირა 70), რომერო (ოლივეირა 82).
მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე.
სენტ ეტიენი (4-3-3): რუფიე, კლერკი, სალი, პერინი, გულამი, დიომანდი, კლემენი (ლემუანი 58), კოადე, ამუმა (ბრანდაო 64), ერდინგი, მოლო (ტაბანუ 64).
მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე.
გოლები: 1:0 რომერო (33), 2:0 ალესანდრინი (55), 3:0 რომერო (68), 3:1 ერდინგი (90+3).
გაფრთხილებები: მაკუნი 38 - კლერკი 69, დიომანდი 73.
მსაჯი: ოლივიე ტუალი.
ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 12 (5)-27 (12), კუთხური: 4-10, თამაშგარე: 0-1, სეივი: 11-2, ჯარიმა: 9-13.
სოშო-რეიმსი 0:2 (0:1)
მონბელიარი, “ოგუსტ ბონალი”
სოშო (4-4-2): პუპლინი, კორშია, პეიბერნე, ზუმა, ფოსურიე, კონტუ, ლოპი, პრჩიჩი (ნოგეირა 74), კამარა (ბუტინი 77), ბაკამბუ (ფრაუ 46), მაიუკა.
მწვრთნელი: ერვ რენარი.
რეიმსი (4-4-2): აგასა, მანდი, ტაკალფრედი (ფოფანა 26), ვებერი, თურანი, გლომბარი (ფორტე 66), კრიშოვიაკი, ონიანჟი, ალბაეკი, დე პრევილი, აიტე (შაბრონიე 83).
მწვრთნელი: უბერ ფურნიე.
გოლები: 0:1 გლომბარი (16), 0:2 ონიანჟი (86).
გაფრთხილება: ფოფანა 59.
მსაჯი: ტონი შაპრონი.
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 10 (2)-12 (5), კუთხური: 9-2, თამაშგარე: 3-3, სეივი: 3-2, ჯარიმა: 9-12.
ევიანი-პსჟ 2:0 (0:0)
ენსი, “პარკ დე სპორტსი”
ევიანი (4-3-3): ჰანსენი, ჯეჯე, მენსა, მონგონგუ, საბალი, ტიე ბი, კონე (კომბონი 66), სორლინი, სუგუ, რუბენი (ნ’სიკულუ 69), ვასი.
მწვრთნელი: პასკალ დუპრაზი.
პსჟ (4-3-3): სირიგუ, ჟალე, სილვა, მარკინიოსი, დინე, რაბიო (პასტორე 62), ვერატი, მატუიდი, მენეზი (ლუკასი 62), იბრაჰიმოვიჩი, კავანი.
მწვრთნელი: ლორან ბლანი.
გოლები: 1:0 ნ’სიკულუ (75), 2:0 სუგუ (87).
გაფრთხილება: კონე 23.
მსაჯი: ლიონელ ჟაფრედო.
ბურთის ფლობა: 37%-63%, დარტყმა: 11 (4)-17 (4), კუთხური: 6-10, თამაშგარე: 1-6, სეივი: 4-2, ჯარიმა: 13-8.