ძიუდო

22:32 | 17.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

წარუმატებელი წონის წარუმატებელი დღე

66 და 73 კილოგრამი წონითი კატეგორიები საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის აბუ დაბის დიდი პრიზის შემდეგაც ისეთივე პრობლემატურად დარჩება, როგორც იქამდე იყო. სამდღიანი ტურნირის მეორე დღეს, ქართული გუნდის წევრთაგან კიმონო ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ) მოირგო და გიორგი შოშიაშვილის (66 კგ) მსგავსად, ისიც საწყის ეტაპზევე დამარცხდა. შესაბამისად, მსოფლიოს რეიტინგ-სიაში დაწინაურების შანსიც დაიკარგა.
პირველ წრეში ტატალაშვილმა ავსტრიელ პიტერ შარინგერს 2 იუკოთი სძლია, მეთექვსმეტედფინალში კი გერმანელ კრისტოფერ ფიოლკთან ოქროს დროში ვაზარზე დავარდა და მხოლოდ 16 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
73 კილოგრამში ჩემპიონი სამხრეთკორეელი კი-ჩუნ ვანგი გახდა, 81-ში კი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე იაპონელი ტაკაჰირო ნაკაი ავიდა. ამ წონაში საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ჰყავდა. უქართველებოდ ჩაჭიდავდება დიდი პრიზის დასკვნით დღეს 100 კილოგრამიც. 90-სა და მძიმეში კი საქმეში ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), ზვიად ხანჯალიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) ჩაერთვებიან. სამივე მეთექვსმეტედფინალით დაიწყებს.
ლიპარტელიანის პირველი მეტოქე მაროკოელი მოჰამედ ელ ასრი იქნება. ოქრუაშვილი ჰოლანდიელ ლუკ ვერბიჟს შეხვდება, ხოლო ხანჯალიაშვილი - ფრანგ მეთიუ თორელის.

ძიუდო
დიდი პრიზი
აბუ დაბი
17 ოქტომბერი


კაცები

73 კგ

1 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა)
2 იასუჰირო ავანო (იაპონია)
3 რინატ იბრაგიმოვი (ყაზახეთი)
3 კიოში უემაცუ (ესპანეთი)

81 კგ
1 ტაკაჰირო ნაკაი (იაპონია)
2 ჯილომ ელმონი (ჰოლანდია)
3 ტრევის სტივენსი (აშშ)
3 ივან ვორობიოვი (რუსეთი)

ქალები

63 კგ

1 კლარის აბენენუ (საფრანგეთი)
2 რამილა იუსუბოვა (აზერბაიჯანი)
3 კლაუდია მალზანი (გერმანია)
3 მარიანა მიშკოვიჩი (ხორვატია)

70 კგ
1 ნარუკა ტაჩიმოტო (იაპონია)
2 მარი პასკე (საფრანგეთი)
3 ლინდა ბოლდერი (ჰოლანდია)
3 ფეი ჩენი (ჩინეთი)

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169987