ქართველი ჩოგბურთელებისთვის წარუმატებელი გამოდგა გერმანიის ქალაქ ბიბერახში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდიც 50 ათასი დოლარია.
ძირითადი ბადის პირველ წრეში მაკა ჩახნაშვილმა უკრაინელ ვიკტორია კუტუზოვასთან 4:6, 0:6 წააგო, ოქსანა კალაშნიკოვა კი ჩეხ ევა ჰრდინოვასთან 4:6, 1:6 დამარცხდა.
ქართველი გოგონები ერთად აპირებენ ასპარეზობას წყვილთა ტურნირში, სადაც მეოთხე ნომრად არიან განთესილნი, მათი მეტოქეები კი რუსები მინასიევა და სავინიხი იქნებიან.







