ჭადრაკი

13:23 | 23.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

წარმატებული სტარტი ჩინეთში

ჩინურ ჩონგქინგში სტარტი აიღო საჭადრაკო ოლიმპიადამ 16-წლადელთა შორის, სადაც საქართველოს ღირსებას გიორგი სიბაშვილი (2186), ნიკოლოზ ქუმსიაშვილი (2142), ნიკა ღვამბერია (2047) და ნოე თუთისანი (2025) იცავენ.

საქართველოს ნაკრები რეიტინგით მეთორმეტეა, სულ კი შეჯიბრში 72 გუნდი ჩაება, რომელთაგან ნახევარზე მეტი ჩინეთის სხვადასხვა სკოლებს წარმოადგენს.

ქართველმა მოჭადრაკეებმა საწყისი 2 ტური წარმატებით განვლეს. მათ ჩეხეთს და BJGC TEENAGER CHESS CLUB-ს ერთნაირი ანგარიშით – 2.5:1.5 სძლიეს, შემდეგი დაპირისპირება კი ავსტრალიის პირველ ნაკრებთან ელით.

საქართველოს ნაკრებს ორივე შეხვედრა მოგებული კი აქვს, თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით, ჯერჯერობით, მხოლოდ მე-20 ადგილზე იმყოფება.

ცნობისთვის, 16-წლამდელთა ოლიმპიადა ათ ტურად მიმდინარეობს და 29 ივლისს დასრულდება.

0.127092