სანკტ-პეტერბურგის “ზენიტი” ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდის – მირკო ვუჩინიჩის შეძენით დაინტერესდა. ამის შესახებ იტალიური მედიასაშუალებები იუწყებიან.
თავის მხრივ, 29 წლის ჩერნოგორიელის გაყიდვის წინააღმდეგი არც “ბებერი სინიორაა”. ტურინელებს სურთ, რომ აღებული ფული ფლორენციის “ფიორენტინასგან” სტევან იოვეტიჩის შეძენას მოახმარონ.
შეგახსენებთ, რომ “ზენიტის” თავკაცი ლუჩიანო სპალეტი ვუჩინიჩთან ერთად “რომაში” მუშაობდა. აქვე გეტყვით, რომ იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში, ვუჩინიჩმა 10 გოლსა და 9 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჯიჯის პენსიაზე ყოფნა სადმე ჩინეთში ან ამერიკაში უფრო ერჩია ჩემი აზრით. მაგრამ თვითონ ალბათ ლიგა არ ასვენებს და გულის სიღრმეში მაინც ოცნების ახდენა უნდა, თუნდაც ეს ლივერთან ერთად იყოს.