ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდმა მირკო ვუჩინიჩმა ჩერნოგორიის ნაკრებში ყოფნისას ტრავმა მიიღო. ამის შესახებ Football Italia იუწყება.
29 წლის ფორვარდი პოლონეთის ეროვნულ გუნდთან მატჩში (1:1) დაშავდა. უსიამოვნო შეტაკება 36-ე წუთზე მოხდა, რის გამოც, ვუჩინიჩმა მოედანი საკაცით დატოვა. ჯერჯერობით, ტრავმის სირთულე, უცნობია.
ცნობისათვის, ეროვნული ნაკრების ბანაკში ყოფნისას, ტურინის “იუვენტუსის” კიდევ ერთი ფეხბურთელი დაშავდა – იტალიელ ანდრეა ბარცალის აქილევსის პრობლემა შეექმნა და “სკუადრა აძურას” შტაბი დატოვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჯაბას წარმატება უსურვოთ...