ჩოგბურთი

0:36 | 12.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

ვოზნიაცკიმ პონტე ვედრაში ტიტული დაიცვა


ქალმეჩოგნეთა მსოფლიო რეიტინგის მეორეადგილოსანმა კაროლინ ვოზნიაცკიმ კალიფორნიული პონტე ვედრას 220-ათასდოლარიანი თიხნარობის გადამწყვეტ შეხვედრაში ოლგა გოვორცოვა დაამარცხა და შარშან იქ მოხვეჭილი ტიტული დაიცვა.
19 წლის დანიელმა 2 წლით უფროს და 50 ადგილით ქვემდგომ ბელარუს მეტოქეს 6:2 7:5 მოუგო. ეს წლეულს მისი პირველი, ხოლო საერთოდ უკვე მეშვიდე ტიტულია.
28 წლის იტალიელმა ფლავია პენეტამ კი მარბელიას 220-ათასდოლარიანი თიხნარობის ფინალში კარლა სუარეს-ნავაროს სძლია და მიმდინარე სეზონში პირველი, ხოლო კარიერის მე-9 ტიტული მოინაგრა.
პენეტამ, ვინაც მსოფლიო რეიტინგში მე-16 საფეხურზე დგას, 7 წლით უმცროს და 22 ადგილით ქვემდგომ ესპანელ მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში – 6:2 4:6 6:3 – აჯობა.
 
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.179594