მსოფლიო რეიტინგის მე-9 ჩოგანმა, დანიელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ ინდიან უელსის ფინალური მატჩში მარია შარაპოვასთან თავის დაპირისპირებას კომენტარი გაუკეთა.
"შარაპოვა ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეა, რომელიც ყველა გეიმში თავდაუზოგავად იბრძვის. მარია აგრესიული სათამაშო სტილით გამოირჩევა, რომელიც ცდილობს ბურთს მაღალ წერტილში შეხვდეს და იქიდან გააგრძელოს გათამაშება თავის სასარგებლოდ. ძალიან რთული მატჩი იქნება", - ციტირებს კაროლინის სიტყვებს WTA-ს ოფიციალური საიტი.
შეგახსენებთ, რომ ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში რუსი ჩოგბურთელი წინ გახლავთ - 6:2.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
შარაპოვა მოიგებს 2-0 ს