"ვოლფსბურგის" მწვრთნელმა დიტერ ჰეკინგმა გერმანულ Bild-თან საუბარში განაცხადა, რომ გუნდში ბუნდესლიგის საუკეთესო მარცხენა მცველი ჰყავს. რა თქმა უნდა, შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელი რიკარდო როდრიგესი იგულისხმა.
"რიკარდო საუკეთესოა თავის პოზიციაზე, თუ ბუნდესლიგის ფეხბურთელებს ავიღებთ. ის სჯობს "ბაიერნის" მარცხენა მცველ დავიდ ალაბას. როდრიგესს უფრო ბევრი გოლი გააქვს".
როდრიგესს ამ სეზონის 6 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.
ილია კახელიშვილი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამას წელს არავინ გააჩერებს ვოლფსბურგში ,ხშირად ვუყურებ ამის თამაშებს და მართლა ძალიან მაგარი ფეხბურთელია.
არა უფრო მეტი თუ გააქვს მაშინ ყოფილა უკეთესი მარცხენა მცველი
))
კარგი მცველია, მარა ნამეტანი შექებაც არ ვარგა
კარგ ფორმაშია მაგრამ ალაბა მაინც სხვა დონეა