ფეხბურთი

14:13 | 10.08.2013 | ნანახია 1161 - ჯერ

“ვოლფსბურგი” ოსვალდოში 20 მილიონ ევროს იხდის

გერმანული “ვოლფსბურგი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გაძლიერებას იტალიის ეროვნული ნაკრებისა და “რომას” თავდამსხმელ პაბლო ოსვალდოთი გეგმავს.

Football Italia-ს ცნობით, 27 წლის ფეხბურთელს პრობლემები აქვს “მგლების” ხელმძღვანელობასა და გულშემატკივრებთან, რის გამოც რომაელები მზად არიან, მისი შეძენის მსურველი კლუბებისგან ნებისმიერი წინადადება განიხილონ.

თავის მხრივ, Sky Sport Italia ირწმუნება, რომ “ვოლფსბურგი” მზადაა, პაბლოს ტრანსფერში 20 მილიონი ევრო გადაიხადოს, თავად ფეხბურთელს კი, გასამრჯელოდ წელიწადში 2,8 მილიონი ევრო დაუნიშნოს.

ოსვალდოს შეძენის მსურველ კლუბებს შორის “საუთჰემპტონი”, “ტოტენჰემი”, “არსენალი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ვალენსია” და “ნაპოლი” სახელდებიან.

 


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:49 | 10.08.2013
pes2011 (143)

მაგარი იგროკია ოსვალდო, ეგრე კავანი ჩემი აზრით არ ღირს 63 მილიონი მარა კი გადაიხადეს..

16:34 | 10.08.2013
Adnan Januzaj (117)

რა 20 მილიონი მარიო გომესი ღირს 15 მილიონი და ეს Mზღნერის ბიდონი 20 მილიონი>>??რატო რა დამსახურებისთვის ან კლუბებში ან ნაკრებში??

15:35 | 10.08.2013
g.maisa (315)

არაბულზე რა ისმის ?

15:24 | 10.08.2013
real-reus (652)

და რატო არ ღირს ვითო 20 მილიონი ოსვალდო?

საკმადო მაღალი დონის ფორვარდია და ნამდვილად ღირს ამდენი ))

14:54 | 10.08.2013
burusa (2031)

ამ ვოლსბურგმა მართლა უაზრო ტრანსფერები იცის, ფულს უპრაგონოდ ხარჯავან არამიზნობრივად, 20 მილიონათ მაგაზე კაი ფეხბურთელების ყიდვა შეილება

14:52 | 10.08.2013
"სანამ წარბას არ გააგდებენ რეალი ისე ვერაფერს აიღებს" ისე ხო რას ამბობ :D (5283)

ვოლფსბურგ რა იშოვეთ ამნაირი რამ გაგამწარათ DD

14:32 | 10.08.2013
GOVEN (4940)

აუ არა რა! მეზიზღება ვოლფსბურგი! სადმე ნორმალურ გუნდში წადი! დიეგო რომ არის მანდ ეგ ვერ მომინელებია! გერმანიის უიგანია ვოლფსბურგი ჩემთვის

14:24 | 10.08.2013
mushni (93569)

გაასწორებს ოსვალდო ბუნდესლიგაში

14:19 | 10.08.2013
samtrediel (8001)

"მგლებიდან" "მგლებში". ეს ვოლფსბურგი რა უაზრო ტრანსფერებს აკეთებს ყოველთვის. ფული აქვთ, მაგრამ ჯერჯერობით სულელურად დახარჯეს. ეს 20 მილიონი არც ღირს ჯერ ეგ ერთი. ლისანდრო 7 და ეს 20? რითია იმაზე უკეთესი, რა გაუკეთებია ჯერ?

0.134231