“ვოლფსბურგის” გენერალური დირექტორი კლაუს ალოფსი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მის გუნდს “რეალის” ახალგაზრდა თავდასმხმელის, ალვარო მორატას დამატება სურს.
“მორატა ძალიან კარგი ახალგაზრდა თავდამსხმელია. ეს უდავოა. თუმცა, გავრცელებული ხმები მხოლოდ ჭორებია. ჩვენს კლუბს ალვარო მორატას ტრანსფერთან დაკავშირებით შეთავაზება არ გაუკეთებია.” – აცხადებს ალოფსი.