ფეხბურთი

1:05 | 9.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვოლფსბურგი – 3 გოლი, 3 ქულა

გერმანიის ბუნდესლიგის მე–15 ტურის დასკვნით დღეს, ორი მატჩი ჩატარდა. დიტერ ჰეკინგის გაწვრთნილი „ვოლფსბურგი“ ფრაიბურგს სტუმრა და შინ დამსახურებული 3 ქულით დაბრუნდა.

„მგლებმა“ საწყის წუთებშივე სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და საქმე გამარჯვებამდე იოლად მიიყვანეს. მე–8 წუთზე, მაქსიმილიან არნოლდმა გამოიჩინა თავი და სტუმრები დააწინაურა, ორიოდ წუთში კი, მატჩის ერთ–ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა ივიცა ოლიჩმა იხეირა და ვოლფსბურგელებს 2–ბურთიანი უპირატესობა მოუტანა.

ამის შემდეგ, თამაში მშვიდ ტემპში გაგრძელდა და 90 წუთის ამოწურვამდე მცირე დროით ადრე, უკანასკნელი გოლიც გავიდა – ამჯერად, მარსელ შეფერმა აიღო მასპინძელთა კარი.

ბოლოადგილოსანი „ბრაუნშვაიგი“ „ჰერტას“ დაუხვდა და მორიგი მარცხნი იწვნია. ბერლინელთა ქართველი ლეგიონერი ლევან კობიაშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე გასვლის შანსი არ მისცემია. მისმა გუნდმა 2:0 იმარჯვა და სატურნირო ცხრილში მე–7 ადგილზე გადავიდა.

 

ფრაიბურგი. „მაგე სოლარი“. 22800

ფრაიბურგი – ვოლფსბურგი 0:3 (0:2)  

ფრაიბურგი: ბაუმანი, დიანე (კრმაში 22), სორგი, ჰენი, გიუნტერი, გინტერი, ფერნანდესი (ჰანკე 73), კოკლენი (კერკი 48), ჰეფლერი, დარიდა, მეჰმედი.

მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი

ვოლფსბურგი: ბენალიო, ოქსი, ნალდო, როდრიგესი, კნოხე, გუსტავო (კლოზე 74), პერიშიჩი, მედოევიჩი, კალიჯური, არნოლდი (ევსეევი 87), ოლიჩი (შეფერი 85).

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გოლი: 0:1 არნოლდი (8), 0:2 ოლიჩი (11), 0:3 შეფერი (90)

გაფრთხილება: ოქსი (35)

კარში დარტყმა: 13 (5) – 17 (12) ჯარიმა: 11 - 17 კუთხური: 4 - 7 თამაშგარე: 3 - 3 ბურთის ფლობა: 58% - 42% სეივი: 9 – 5

 

ბრაუნშვაიგი. „აინტრახტ შტადიონი“. 23100

ბრაუნშვაიგი – ჰერტა 0:2 (0:1)

ბრაუნშვაიგი: დაფარი, ბიჩაკჩიჩი (კორეია 46), დოღანი (პფიცნერი 88), ელაბდელაუი, პერტელი, ბოლანდი, ტოიერკაუფი, კრატცი (კუმბელა 71), ერლი, ბელარაბი, ადემი.

მწვრთნელი: ტორსტენ ლიბერკნეხტი

ჰერტა: კრაფტი, ვან დენ ბერგი, ბრუკსი, რონი (მუკხტარი 90), ნჟენგი, ლუსტენბერგერი, ჰოსოგაი (ნიმაიერი 88), შელბრედი, ჯიგერჯი, შულცი (ვაგნერი 75), რამოსი.

მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი

გოლი: 0:1 რამოსი (20), 0:2 ჯიგერჯი (80)

გაფრთხილება: ერლი (45), პერტელი (60), ბელარაბი (83) – ჰოსოგაი (37), ნჟენგი (44), შულცი (74), ვან დენ ბერგი (78)

გაძევება: პერტელი (81)

კარში დარტყმა: 13 (8) – 16 (8) ჯარიმა: 20 - 24 კუთხური: 8 - 2 თამაშგარე: 3 - 2 ბურთის ფლობა: 53% - 47% სეივი: 6 – 8

0.167807