ფეხბურთი

0:22 | 16.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ გაზაევი: "იმედი მაქვს, საუკეთესო თვისებებს გამოვავლენთ"

ყაზახური "აქტობეს" მწვრთნელმა ვლადიმირ გაზაევმა თბილისის "დინამოსთან" მატჩის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ დიდ პატივს სცემს მეტოქეს, მის დიდ ტრადიციებს და იცის, თუ რა დონის გუნდთან მოუწევთ მის ფეხბურთელებს გაჯიბრება.

შეხსენებისთვის, ვლადიმირ გაზაევი რამდენიმე დღის წინ დაინიშნა "აქტობეს" თავკაცად. ის ერთ დროს თბილისის "დინამოში" ნათამაშები ფორვარდის, ვალერი გაზაევის შვილი გახლავთ. "დინამო არენაზე" გამართულ პრესკონფერენციაზე, გაზაევი "აქტობეს"  ნახევარმცველ იური ლოგვინენკოსთან ერთად მოვიდა:  

- "დინამოზე" ბევრი რამ ვიცით, ვუყურეთ მათ თამაშებს. იმედი მაქვს, რომ ხვალ საუკეთესო თვისებებს გამოვავლენთ და კარგ შედეგსაც მივიღებთ.

- და რა იქნება კარგი შედეგი ხვალინდელ მატჩში?

- მხოლოდ პირველ მატჩზე არ დავკონკრეტდები: ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე გასვლა.

- გუნდის გაცნობა რამდენად მოასწარით?

- ამ მხრივ სირთულეები არის, რადგან სულ 3 დღეა, რაც გუნდის მწვრთნელი ვარ. თუმცა, გარკვეული ინფორმაციები მივიღე და ამ მხრივ პრობლემა არაა, მაგრამ მაინც მოკლე პერიოდია.

- 6 ივლისს გუნდმა 1:7 წააგო "ქაირატთან". ეს არ იმქომედებს ფსიქოლოგიური კუთხით?

- ის მარცხი დავიწყებულია და არ იმოქმედებს.  … '

შეკითხვა ლოგვინენკოს: - ორი წლის წინ "აქტობემ" ქუთაისის "ტორპედო" გამოთიშა ევროპის ლიგიდან. მას შემდეგ "აქტობე" რადენად შეიცვალა?

კლუბის პრესატაშემ უპასუხა, რომ "აქტობე" მას შემდეგ საკმაოდ შეიცვალა და მხოლოდ უკეთესობისკენ, ახლანდელი შემადგენლობაც მაშინდელზე გაცილებით ძლიერიაო.

0.116815