კრივის საერთაშორისო ფედერაციამ (IBF) უკრაინელ მძიმეწონოსანს, ვლადიმერ კლიჩკოს ბრიტანელ დევიდ ჰეისთან ბრძოლის ნება დართო.
ინტერნეტ-გამოცემა Sportbox-ის ცნობით, კლიჩკომ ამ შეხვედრის თაობაზე უკვე მოლაპარაკებაც წამოიწყო. აქამდე IBF-ი უკრაინელს აიძულებდა, ტიტულის დასაცავად რუს ალექსანდრ პოვეტკინს დაპირისპირებოდა.
ვლადიმერ კლიჩკო IBF-ისა და WBO-ის (მსოფლიო კრივის ორგანიზაცია) ვერსიებით მსოფლიოს უძლიერესი მძიმეწონოსანია. დევიდ ჰეი კი WBO-ის (მსოფლიო კრივის ასოციაციის) ვერსიითაა საუკეთესო. IBF-ის საჩემპიონო ბრძოლების ორგანიზატორი კომისიის წარმომადგენლის, ლინდსი თაკერის თქმით, პრიორიტეტი კლიჩკო-ჰეის ტიტულების გამაერთიანებელ შეხვედრას მიენიჭა. მანვე დაადასტურა ინფორმაცია, რომ უკრაინელი მძიმეწონოსნის გუნდის წევრები მოსალაპარაკებლად ბრიტანელ კოლეგებს უკვე დაუკავშირდნენ, მაგრამ თუკი მხარეები საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მაშინ დღის წესრიგში ისევ კლიჩკო-პოვეტკინის ბრძოლა დადგება. თაკერმა ჟურნალისტებს თავისი პროგნოზიც გაუმხილა, მჯერა ვლადიმერი ჯერ დევიდ ჰეის დაამარცხებს და 3 ქამრის მფლობელი გახდება, შემდეგ კი ამ ქამრებს პოვეტკინის ძლევით შეინარჩუნებსო.
ოთარ მაღლაკელიძე







