სხვა

19:08 | 26.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმერ კლიჩკომ ბრიტანული გამოწვევა იუკადრისა

WBO-სა (მსოფლიოს კრივის ორგანიზაცია) და IBF-ის (კრივის საერთაშორისო ფედერაცია) ვერსიებით მსოფლიოს უძლიერესმა მძიმეწონოსანმა, ვლადიმერ კლიჩკომ Sky Sports–ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჭBA-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონ დავიდ ჰეისთან სატიტულო შეხვედრის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების არანაირი სურვილი არ აქვს. უკრაინელი ბრიტანელს ნაკლებად საინტერესო მოკრივედ და მხდალ ადამიანად მიიჩნევს.
უმცროსი კლიჩკო და დავიდ ჰეი ერთმანეთს 5 თვის წინ უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ ბრძოლა ინგლისელის მიზეზით გადაიდო – ზურგის ტრავმის გამო. სექტემბერში, დავიდი უკვე ვლადიმერის უფროსი ძმის – ჭBჩ-ის (მსოფლიოს კრივის კავშირი) ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონ ვიტალი კლიჩკოს პირისპირ უნდა დამდგარიყო, მაგრამ მოულოდნელად, მოლაპარაკება შეწყვიტა და ნიკოლაი ვალუევთან ბრძოლაზე გააფორმა კონტრაქტი.
ჰეიმ 7 ნოემბერს ვალუევს ტიტული ჩამოართვა. ახლახან კი საჩემპიონო ქამრების სრული კოლექციის შეგროვების სურვილიც გამოთქვა, მაგრამ ვიდრე ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, მასაც და კლიჩკოებსაც მსოფლიოს ჩემპიონის სახელის შესანარჩუნებლად თითო ბრძოლის ჩატარება სხვა მოწინააღმდეგეებთან მოუწევთ. დავიდი ამერიკელ ჯონ რუიზს შეხვდება, ოღონდ თარიღი ჯერ დასაზუსტებელია. ვიტალი დეკემბერში ამერიკელ კევინ ჯონსონს მოუღერებს მუშტს, ხოლო ვლადიმერი, 2010 წლის დასაწყისში ასევე ამერიკელ ედი ჩემბერსს დაუპირისპირდება.  
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173861