ფეხბურთი

17:04 | 16.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმერ დვალიშვილი: “ტრიბუნაზე ჯდომას არ ვიმსახურებ”

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-7 ტურში, სტუმრად “კორონასთან” ჰეთ თრიქის შემსრულებელმა “ლეგიას” ფორვარდმა ვლადიმერ დვალიშვილმა legia.przegladsportowy.pl-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თამაშის ტრიბუნიდან ყურებას არ იმსახურებს.  

-18 დღეში ფეხბურთელის სრულად გარდაქმნა შესაძლებელია? სწორედ, ეს დრო გავიდა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში “სტიაუასთან” ჩატარებულ მატჩსა და “კორონასთან” შეხვედრას შორის. რუმინელებთან დაპირისპირებაში 18 კაცს შორის ვერ მოხვდით, ხოლო უცებ კელცეში სამი გოლი გაიტანეთ.

- მოვისმინე მოსაზრება, რომ ორი კვირის წინ ცუდ ფორმაში ვიყავი, მაგრამ ჯამში, ახლაც იგივეს ვგრძნობ, რასაც მაშინ. რა თქმა უნდა, ფანტასტიკურ ფორმაში არ ვიმყოფებოდი, მაგრამ დღევანდელთან შედარებით უფრო სუსტად არ გამოვიყურებოდი.
- ხალხი კითხულობდა: იქნებ დვალიშვილი ღამის კლუბებში დახეტიალობსო? მართლა ასე იყო?

- არსად დავდივარ, მათ შეუძლიათ შემამოწმონ. პრაქტიკულად სულ სახლში ვზივარ. უბრალოდ, საჭმელად გავდივარ ხოლმე. როდესაც რაღაც ისე არ მიდის, ბევრი თეორია არსებობს. ამისგან ცოტა დავიღალე. მაგალითად, ზოგი ვირუსზე საუბრობდა...რომელი ვირუსი? ეს აპრილში თუ მაისში იყო.
- აბა, რა იყო მიზეზი რომ უფრო ნელი და ნაკლებად დინამიური ჩანდით?

- მე მანქანა არ ვარ და მსგავსი რამ შეიძლება მომხდარიყო. ვფიქრობ, ეს უფრო ფსიქოლოგიური საკითხია.

 - “სტიაუასთან” მატჩში 18 კაცში ვერმოხვედრას იმსახურებდით?

- არა, ამას არ ვიმსახურებდი. ძალიან მოწყენილი ვიყავი. გასახდელში ელიუ პინტუსთან ერთად ვიჯექი და თამაშს ვუყურებდი. ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა, რომ ჯანმრთელი ვიყავი და 18 კაცში ვერ მოვხდი. თუმცა, მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა და მის ამ ნაბიჯს პატივს ვცემ.

- ამის შესახებ გუნდის მთავარ მწვრთნელს იან ურბანს ესაუბრეთ?

- მან მითხრა, რომ მისი აზრით, კარგ ფორმაში ვიმყოფები და ელოდა, რომ ვარჯიშებისა და მატჩების დროს უფრო აგრესიული ვიქნებოდი. მე ვუთხარი, რომ ისე მოვიქცეოდი როგორც ის ფიქრობდა.


0.133435