ფეხბურთი

20:05 | 12.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვივიანო “სამპდორიას” ღირსებას დაიცავს

გენუის “სამპდორიამ” “პალერმოს” მეკარე ემილიანო ვივიანო დაიმატა. “სამპდორიას” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ 28 წლის გოლკიპერი ახალ გუნდში 2-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, ხოლო მისი პრეზენტაცია ახალ კლუბში 13 აგვისტოს შედგება. 28 წლის ვივიანოს ტრანსფერის დეტალები არ ხმაურდება.

განვლილ სეზონში, “პალერმომ” ვივიანო ლონდონის “არსენალში” გაანათხოვრა, მაგრამ იტალიელს ინგლისურ კლუბში თამაში არ ჩაუტარებია. მანამდე ის იჯარით “ფიორენტინაში” გამოდიოდა, რომლის ღირსება 32 შეხვედრაში დაიცვა.

0.122306