არნემის “ვიტესმა” ჰოლანდიაში პირველ ადგილზე გადასვლის შანსი ვერ გამოიყენა. ერედივიზიონის გადადებულ მატჩში, “ვიტესმა” გასვლაზე აუტსაიდერ “დენ ჰააგთან” 1:2 წააგო და მეექვსე ადგილზეა, თუმცა ცხრილში დიდი სიმჭიდროვეა - ლიდერთან მხოლოდ ქულას აგებს. გურამ კაშიამ შეუცვლელად ჩაატარა შეხვედრა, ვაკო ყაზაიშვილი კი მხოლოდ პირველ ტაიმში ათამაშეს. რაც შეეხება გიორგი ჭანტურიას, ის დისკვალიფიცირებულია და კიდევ 2 მატჩი გაუცდება. 7 მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს და ერედივიზიონში 5 გამოტოვა.
ფინეთში ირაკლი სირბილაძის “ინტერმა” გასვლაზე 2:1 სძლია “როვანიემს”. ქართველ ფორვარდს გოლი არ გაუტანია. “ინტერი” ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, ბოლოსწინა, მე-11 ადგილზე რჩება, თუმცა მეშვიდეადგილოსანს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.