ჩვენებურთა “ვიტესი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, ერთობ აქტიურია. ოთხშაბათს მათ მეოთხე ახალწვეული, 25 წლის მაროკოელი მცველი, როხდი ახენტე წარადგინეს, რომელიც მანმადე “ცვოლეში” თამაშობდა და არნემელთა გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
მანამდე ვიტესელებმა არენდით აიყვანეს “ჩელსის” ბერტრან ტრაორე, ასევე ლისაბონის ”სპორტინგიდან” დაიმატეს ზაქარია ლაბიადა და “როდადან” უროს ჯურჯევიჩი.