არნემის “ვიტესმა” ენსხედეში 0:2 წააგო “ტვენტესთან” და მეოთხე ადგილზეა. “ვიტესს” უკვე 5 მატჩია, რაც არ მოუგია: 3 ფრე, 2 წაგება. შესაბამისად, გუნდი 5 ქულით ჩამორჩა ლიდერ “აიაქსს”, თანაც ამსტერდამელებს ერთი მატჩი მარაგში აქვთ.
გურამ კაშიამ “ტვენტესთან” შეუცვლელად ითამაშა, ვაკო ყაზაიშვილი ბოლომდე სათადარიგო გახლდათ, ხოლო გიორგი ჭანტურია განაცხადშიც არ იყო. ჭანტურიას საკითხი ორიოდე დღეში გადაწყდება – დიდი ალბათობით, რუმინულ “კლუჟში” გადავა 4-თვიანი ხელშეკრულებით.
ლვოვის “კარპატიმ” ამხანაგურში 2:0 სძლია ყაზახურ “კაირატს”. ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
ალეკო ამისულაშვილის “კრილიამ” 0:0 ითამაშა უკრაინულ “ვოლინთან”. ქართველი მცველი სასტარტოში იყო და არც შეუცვლიათ.