ფეხბურთი

12:06 | 23.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ვიტესის" 13:1 - ჭანტურიას დუბლი, ყაზაიშვილის ერთი გოლი

არნემის "ვიტესმა" მოსამზადებელ ეტაპზე პირველი მატჩი გამართა და 13:1 სძლია ჰოლანდიის ერთ-ერთ ქვედალიგელ "ვალივოგელსს". დუბლი შეასრულა გიორგი ჭანტურიამ - მან რიგით მეცხრე და მეათე გოლები გაიტანა. გიორგიმ საგოლე პასიც მიითვალა.

ვაკო ყაზაიშვილმა ერთი ბურთი შეაგდო, კერძოდ, მე-16 წუთზე 2:0 გახადა ანგარიში.

გურამ კაშიამ და ყაზაიშვილმა სასტარტოში დაიწყეს თამაში და პირველი ტაიმი ჩაატარეს, ჭანტურიამ კი მეორე ნახევარი ჩაატარა სრულად. ეს იყო პეტერ ბოსის სადებიუტო მატჩი "ვიტესის" მწვრთნელის პოსტზე. 

ჯერჯერობით, ჭანტურიას, ან კაშიას სხვა გუნდში გადასვლაზე კონკრეტული არაფერია.

0.106012