არნემის "ვიტესმა" საკონტროლო, უფრო სწორად, გასართობი მატჩი გამართა ჰოლანდიის ქვედალიგელ "ოვიოსთან" და 11:0 იმარჯვა. ვაკო ყაზაიშვილმა და გიორგი ჭანტურიამ თითო გოლი გაიტანეს: ყაზაიშვილმა გუნდისთვის რიგით მეექვსე, ხოლო ჭანტურიამ - მეცხრე. გიორგიმ თავისივე მოპოვებული პენალტი ზუსტად დაარტყა.
ყაზაისვილი და გუნდის კაპიტანი გურამ კაშია 69-ე წუთამდე თამაშობდნენ, შემდეგ კი სემადგენლობა მთლიანად შეიცვალა და ჭანტურიაც შემოვიდა მინდორზე.