ფეხბურთი

22:03 | 7.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ვიტესი"-"ვოლფსბურგი" 3:2: ჭანტურიამ გაიტანა

არნემის "ვიტესმა" აბუ-დაბიში წლის პირველი ტესტ-მატჩი გამართა და ბუნდესლიგელ "ვოლფსბურგს" 3:2 სძლია. გურამ კაშიამ პირველი ტაიმი ითამაშა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია შესვენების შემდეგ გამოჩნდნენ მინდორზე. "ვიტესიდან" მესამე გოლი ჭანტურიამ მიითვალა: 76-ე წუთზე პენალტით 3:0 გახადა ანგარიში. რენატო იბარამ მოიპოვა პენალტის უფლება.  

"ვიტესი" აბუ-დაბიში 10 იანვარს კიდევ ერთ გერმანულ კლუბს, "ჰამბურგს" შეხვდება.

0.118813