ფეხბურთი

15:51 | 16.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ვიტესი” კაშიასადმი “ანდერლეხტის” ინტერესს არ ადასტურებს

ჰოლანდიის საფეხბურთო კლუბი “ვიტესი”, გურამ კაშიას ბელგიის “ანდერლეხტში” შესაძლო გადასვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

“ვიტესი” პოტენციურ ტრანსფერებსა და სხვა კლუბების მხრიდან ჩვენი ფეხბურთელების მიმართ სავარაუდო დაინტერესებას, არ განიხილავს. ჩვენ მხოლოდ მაშინ ვმოქმედებთ, როდესაც კონკრეტული შეთავაზება გვაქვს”, – იუწყება “ვიტესის” პრესსაამსახურის სიტყვებს ინტერნეტგამოცემა soccernews.nl-ი.

კაშიას “ვიტესთან” კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს და “ანდერლეხტის” მხრიდან მის მიმართ დაინტერესებაზე როგორც ბელგიური, ასევე ჰოლანდიური პრესა ბოლო დღეებია იუწყება. “ანდერლეხტს” ჯონ ვან დენ ბრომი წვრთნიდა, რომელიც არნემელებს 2011-2012 წლებში თავკაცობდა და კაშიასაც კარგად იცნობს.

ქართველი ცენტრალური მცველი “ვიტესში” 2010 წლიდან გამოდის და 93 მატჩში 8 გოლი გაიტანა. კაშია არნემელთა კაპიტანია და გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად მიიჩნევა.


0.116991