ფეხბურთი

20:34 | 6.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ვიტესი”- “აიაქსი” 1:1: კაშიას გოლამდე ცოტა დააკლდა, თუმცა საგოლე პასი მიითვალა

 

არნემის “ვიტესს” შეეძლო ბოლო 4 ურთიერთშეხვედრაში მეოთხედაც დაემარცხებინა “აიაქსი”, თუმცა არაერთი საგოლე მომენტის მიუხედავად, მხოლოდ ერთი გაიტანა. შეხვედრა 1:1 დასრულდა და “ვიტესი” მეოთხე ადგილზეა. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა და საკმაოდ კარგადაც, ხოლო ვაკო ყაზაიშვილმა ბოლო 25 წუთი გაატარა მინდორზე.

ანგარიში ტრაორემ სწორედ კაშიას პასით გახსნა 25-ე წუთზე. “ვიტესის” კაპიტანს თავადაც შეეძლო გატანა, თუმცა ძელს მოარტყა ბურთი.

უკრაინაში “ზორია”-“ილიჩივეცი” 3:0 დასრულდა. ჯაბა ლიპარტია 58-ე წუთზე შევიდა მინდორზე, ხოლო სტუმართა შორის, დავით თარგამაძე კვლავაც არ ყოფილა განაცხადში. თარგამაძეს დუბლებში ათამაშებენ. “ზორია” მეშვიდე პოზიციაზეა.

“ჩერნომორეცი”-“მეტალურგის” (ზაპოროჟიე) შეხვედრაში თორნიკე ოქრიაშვილს არ უთამაშია. ის განაცხადშიც არ იყო. ოდესლებმა 3:0 მოიგეს და მეოთხე ადგილზე არიან.

“რატომ არ ითამაშა ოქრიაშვილმა? გარკვეული პრობლემები აქვს და მალე ყველაფერი მწყობრში იქნება” – განაცხადა “ჩერნომორეცის” მწვრთნელმა რომან გრიგორჩუკმა.

0.113861