სხვა

21:09 | 18.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

ვიტალი კლიჩკო მსოფლიოს ექს-ჩემპიონს შეხვდება

WBC-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი ვიტალი კლიჩკო, მომავალ ბრძოლას WBC-ს ყოფილი ჩემპიონის, ამერიკელი შენონ ბრიგსის წინააღმდეგ გამართავს. გერმანული გამოცემა “Bild”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს შეხვედრა 16 ოქტომბერს, ჰამბურგში შედგება. ოფიციალური განცხადება კი, ამის შესახებ თვის ბოლომდე უნდა გაკეთდეს. უკვე 31 აგვისტოდან კი, ბილეთების გაყიდვაც დაიწყება.
38 წლის ბრიგსმა განაცხადა, რომ კონტრაქტს ხელი ჯერ კიდევ ივლისში მოაწერა და ერთი სული აქვს, როდის ავა რინგზე, რათა უკრაინელი მძიმეწონოსანი დამსახურებულ პენსიაზე გაუშვას. შენონ ბრიგსი, WBC-ს საჩემპიონო ქამარს 2006 წელს, ბელარუსი სერგეი ლიახოვიჩის ძლევით დაეუფლა, 2007-ში კი, ჩემპიონის ტიტული რუს სულტან იბრაგიმოვთან წაგების გამო დაკარგა.
ვიტალი კლიჩკოს, თავის კომენტარში არც ხელშეკრულებაზე უსაუბრია და არც ბრიგს დამუქრებია. უბრალოდ აღნიშნა, რომ ამ ამერიკელს, მსოფლიოში ყველაზე მძლავრი დარტყმა აქვს.
აქვე, უკრაინელი და ამერიკელი მძიმეწონოსნების სტატისტიკასაც შეგახსენებთ. ვიტალი კლიჩკომ პროფესიულ რინგზე 42 ბრძოლა ჩაატარა. 40 მოიგო (38 ნოკაუტით) და მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა. შენონ ბრიგსის ანგარიშზე კი 58 შეხვედრაში მოპოვებული 51 გამარჯვება (45 ნოკაუტით), 5 მარცხი და 1 ფრეა. ერთი შეხვედრა კი, ორგანიზატორებმა არშემდგარად გამოაცხადეს.
მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, ბოლოს, კლიჩკომ წლეულს, მაისში შეინარჩუნა პოლონელი ალბერტ სოსნოვსკის ნოკაუტით ძლევით.

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09293