ჭადრაკი

18:07 | 17.03.2014 | ნანახია NaN - ჯერ

ვიშვანათან ანანდი ერთპიროვნული ლიდერია

 გრძელდება ჭადრაკში პრეტენდენტ ვაჟთა ტურნირი, რომელსაც ქალაქი ხანტი-მანსიისკი (რუსეთი) მასპინძლობს. მე-3 ტურში მხოლოდ შავებით მოთამაშე მსოფლიოს ექსჩემპიონმა ვიშვანათან ანანდმა (ინდოეთი) შეძლო გამარჯვების მოპოვება, რომელმაც აზერბაიჯანელ შახრიარ მამედიაროვს მოუგო. ანანდმა 3 შესაძლებლობიდან 2,5 ქულა დააგროვა და ერთპიროვნული ლიდერია.

მე-3 ტურის ტექნიკური შედეგები:

დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი) - სერგეი კარიაკინი (რუსეთი) 0,5:0,5

პიოტრ სვიდლერი (რუსეთი) - ვლადიმერ კრამნიკი (რუსეთი) 0,5:0,5

ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი) - ლევონ არონიანი (სომხეთი) 0,5:0,5

შახრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) - ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი) 0:1

სატურნირო მდგომარეობა მე-3 ტურის შემდეგ:

  1. ანანდი (2,5 ქულა); 2-3. სვიდლერი, კრამნიკი (2-2); 4-5. არონიანი, ტოპალოვი (1,5-1,5); 6-7. კარიაკინი, ანდრეიკინი (1-1); 8. მამედიაროვი (0,5)

დღეს მოჭადრაკეები ისვენებენ. მე-4 ტურის პარტიები 18 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064334