ფეხბურთი

18:43 | 9.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვიშოვოთ და დავისვენოთ

ყოველ ზაფხულსა თუ ზამთარს ეგზოტიკურ ქვეყნებში არაერთი ცნობილი ფეხბურთელი მიდის - ისინი, რომლებმაც მიიჩნიეს, რომ პროფესიული წინსვლა არ ექნებათ და დიდი ფულის შოვნას ეშურებიან. როგორც წესი, ფეხბურთელები ამას კარიერის დასალიერზე აკეთებენ.

ბუნებრივია, ფეხბურთელს ყატარსა თუ ჩინეთში იმდენი ვარჯიში და ოფლისღვრა არ მოუწევს, რამდენიც გრანდ ევროპულ ქვეყანაში. თან ფული, თან დასვენება...

გთავაზობთ 10 საუკეთესო ფეხბურთელს, რომლებმაც ამ ზაფხულს ევროპის მიღმა მიაშურეს:

ალბერტო ჯილარდინო – ჩინეთის "გუანჯოუ ევერგრანდში", სადაც მარჩელო ლიპი მუშაობს.

მირკო ვუჩინიჩი – ემირატების კლუბ "ალ-ჯაზირაში".

დემიენ დაფი – "ფულემიდან" ავსტრალიურ "მელბურნ სიტიში".

მიროსლავ სტოხი – კაცი, რომელიც ფიფამ 2012 წლის საუკეთესო გოლისთვის დააჯილდოვა, ემირატების "ალ-აინში" გადავიდა.

პაბლო ერნანდესი – "სუონსიდან" საუდის არაბეთის "ელ-არაბიში".

ჩიკო ფლორესი – "სუონსის" მცველი ყატარულ "ლეხვიაში" წავიდა, სადაც მწვრთნელი მიქაელ ლაუდრუპია. ლეგენდარული დანიელი ხომ "სუონსისაც" თავკაცობდა.

რიკარდო კოშტა – "ვალენსიიდან" ყატარულ "ალ-საილიაში".

ნიკოლა ანელკა – ინდოეთის "მუმბაიში" გააგრძელებს კარიერას.

კაკაუ – იაპონურ "სერეზო ოსაკას" შეუერთდა. კაკაუ ბრაზილიელია, მაგრამ გერმანიის ნაკრებში თამაშობდა.

თუნჩაი შანლი – ყატარულ "უმ-სალალში" წავიდა სათამაშოდ.

ილია კახელიშვილი

0.114926