ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე მადრიდის “რეალის” მეკარე იკერ კასილიასს გამოექომაგა.
“ნებისმიერი ადამიანი, ვინც “რეალის” ერთგულია, კასილიასს პატივისცემით უნდა მოეპყროს. შესაძლოა, ეს ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ მე და იკერი “სამეფო კლუბის” შვილები ვართ. ვიღაცას ეს არ ესმის, ხოლო ვიღაცას ამის გაგება არ სურს”, – იუწყება დელ ბოსკეს სიტყვებს ესპანური გამოცემა Marca.
ასეთი ფორმით დელ ბოსკე “რეალის” მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს გამოეხმაურა, რომლის თქმით, მის გუნდში კასილიასი სასტარტო შემადგენლობაში არ ითამაშებს.