ფეხბურთი

16:54 | 4.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვისენტე დელ ბოსკე: “კოსტა ჩვენი გუნდის შეტევას გაამრავალფეროვნებს”

ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ განმარტა, თუ რატომ სჭირდება ნატურალიზებული ბრაზილიელი თავდამსხმელი დიეგო კოსტა.

“კოსტა საუცხოოდ თამაშობს და ჩვენი გუნდის შეტევას გაამრავალფეროვნებს. ამჟამად, ის ისეთივე ფეხბურთს აჩვენებს, როგორსაც ესპანეთის ნაკრებში პირველად გამოძახებამდე. სწორედ ამიტომ მოვიწვიე. ესპანეთის ნაკრების ისტორიაში უკვე იყო შემთხვევები, როდესაც მის რიგებში ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაბადებული ფეხბურთელები თამაშობდნენ. რა თქმა უნდა, ასეთი რამ კიდევ არაერთხელ მოხდება” – იუწყება დელ ბოსკეს სიტყვებს უეფას ვებგვერდი.

25 წლის კოსტა, რომელიც მადრიდის “ატლეტიკოში” გამოდის, ბრაზილიაშია დაბადებული. მას ბრაზილიის გარდა, ესპანეთის მოქალაქეობაც აქვს. მადრიდელთა თავდამსხმელს ორივე ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში იწვევდნენ და საბოლოოდ, არჩევანი ესპანეთზე შეაჩერა. კოსტას დებიუტი წესით 5 მარტს იტალიასთან გასამართ ამხანაგურ მატჩში უნდა შედგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112804