ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავკაც ვისენტე დელ ბოსკეს მიაჩნია, რომ უკვე დროა, “ოქროს ბურთი” მისი გუნდის ერთ-ერთმა ფეხბურთელმა მიიღოს. “ფურია როხას” დამრიგებლის აზრით, მისი ნაკრების წარმატება ერთ-ერთ ფეხბურთელზე ინდივიდუალური ჯილდოს სახით უნდა აისახოს.
“ბევრი გოლის გამტანი ფეხბურთელები დასაფასებლები არიან, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო და 2-ჯერ ევროპის თასს დაეუფლა. ვფიქრობ, ეს ჩემი ფეხბურთელების ინდივიდუალურ ჯილდოებზეც უნდა აისახოს. კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ “ოქროს ბურთი” ესპანელმა უნდა მოიგოს.
სადღეისოდ, ბევრი ძლიერი ნაკრებია და ესპანეთის ეროვნულ გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის კიდევ ერთხელ მოგება გაუჭირდება”, - განუცხადა დელ ბოსკემ ესპანურ პრესას.
Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация