კალათბურთი

13:29 | 11.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

ვის უნდა 20 ათასი?

“ბოსტონ სელტიქსის” მცველმა რეი ალენმა “ვაშინგტონ უიზარდსთან” მოგებულ (104:102) მატჩში 18 ქულა მიითვალა და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ისტორიაში 32-ე მოთამაშე გახდა, რომელმაც 20-ათას ქულიან ზღვარს გადააბიჯა. ალენმა მიზანს შეხვედრის მე-3 მეოთხედის დასრულებამდე 4.44 წუთით ადრე მიაღწია, როდესაც სამქულიანის ჩაგდება შეძლო.
სულ რეის 18 ქულა მოუგროვდა, საშუალოდ სეზონში კი მისმა მაჩვენებელმა 15.5 ქულა შეადგინა. ამავე შეხვედრაში ალენის თანაგუნდელმა პოლ პირსმა 12 ქულა ჩააგდო და 19-ათას ქულიან ზღვარის დაძლევა შეძლო. “სელტიქსის” რიგებში რონდომ 21 ქულა მიითვალა, გარნეტმა – 17, ხოლო პერკინსმა – 16, თუმცა ბოსტონელებს გამარჯვება მაინც გაუჭირდათ.
თამაშის მე-2 მეოთხედში სტუმრებმა “უიზარდსს” არცერთი (!) მოხსნის განხორციელების საშუალება არ მისცეს (ბოლო შვიდ წელიწადში პირველი შემთხვევა) და დიდ შესვენებაზე 14-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.
ვაშინგტონელები გონს ამის შემდეგღა მოვიდნენ, არენასის (25 ქულა), ჰეივუდისა (17) და ჯეიმისონის (16) წყალობით, ჩამორჩენის შემცირება იწყეს და უკვე მე-3 მეოთხედში წინ გასვლაც მოახერხეს.
გამარჯვებული ბედი მატჩის ბოლო წამებზე გაირკვა. საფინალო სირენამდე 17 წამით ადრე, არენასმა ვაშინგტონელები მეტოქეს ქულამდე (100:101) დაუხლოვა, თუმცა, დარჩენილ დროში ალენმა და პერკინსმა საჯარიმოებით 3 ქულა მიითვალეს და ფოის მიერ ბოლო წამზე ჩაგდებული ორქულიანი არაფრის მომცემი გამოდგა.
“ლეიკერსთან” გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, მობილიზება შეძლო “იუტა ჯაზმა”, რომელმაც შინაურ კედლებში “ორლანდო მეჯიქი” 120:111 დაამარცხა. სოლტ ლეიკ სიტელები პირველი მეოთხედის შემდეგ 13 ქულას აგებდნენ, მაგრამ დერონ უილიამსისა (32 ქულა, 15 პასი) და კარლოს ბუზერის (20 ქულა, 14 მოხსნა) ჩინებული გარჯის წყალობით, სეზონში მე-13 გამარჯვება იზეიმეს.
მარცხისგან კარმელო ენტონის 40-მა ქულამაც ვერ იხსნა “ნაგითსი”. დეტროიტის “ობორნ ჰილში” ჩასულმა დენვერელებმა ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა წარმატების მიღწევამდე ერთი ზუსტი სროლა დააკლდათ. ბოლო შეტევისთვის “ნაგითსს” 8 წამი ჰქონდა დარჩენილი, თუმცა, ჩონსი ბილაფსის (21 ქულა) შეტევა არაზუსტი გამოდგა. “პისტონზის” შემადგენლობაში როდნი სტაკმა 25 ქულა ჩააგდო.

 

დეტროიტი – დენვერი 101:99 (23:24, 29:26, 28:23, 21:26)
დეტროიტი:
სტაკი (25 ქ.), იერებკო (12 ქ. 8 მ.), ატკინსი (9 ქ.), მაქსიელი (8 ქ.), უოლესი (7 ქ. 16 მ.); ვილანუევა (27 ქ.), დეი (7 ქ.), სამერსი (3 ქ.), ბრაუნი (3 ქ.).
დენვერი: ენტონი (40 ქ.), ბილაფსი (21 ქ.), ილარიო (8 ქ. 11 მ.), გრემი (4 ქ.), აფლალო (3 ქ.); სმიტი (14 ქ. 7 მ.), ანდერსენი (9 ქ.), ლოუსონი, პეტრო.

 

ვაშინგტონი – ბოსტონი 102:104 (28:27, 22:37, 24:19, 28:21)
ვაშინგტონი:
არენასი (25 ქ. 8 პ.), ჰეივუდი (17 ქ. 8 მ.), ჯემისონი (16 ქ. 8 მ.), ბატლერი (10 ქ. 8 მ.), იანგი (4 ქ.); ბლატჩი (17 ქ. 5 ჩ.), ფოი (6 ქ.), სტივენსონი (5 ქ.), ბოიკინსი (2 ქ.), მაკგი, ობერტო.
ბოსტონი: რონდო (21 ქ. 11 პ.), ალენი (18 ქ. 7 მ.), გარნეტი A(17 ქ.), პერკინსი (16 ქ. 11 მ.), პირსი (12 ქ.); ალენი (8 ქ.), ჰაუზი (4 ქ.), უოლესი (4 ქ.), უილიამსი (4 ქ.).

 

იუტა – ორლანდო 120:111 (22:35, 30:25, 38:21, 30:30)
იუტა:
უილიამსი (32 ქ. 8 მ. 15 პ.), ბუზერი (20 ქ. 14 მ.), ოქური (14 ქ. 11 მ.), ბრიუერი (10 ქ.), მეტიუზი (8 ქ.); მაილზი (22 ქ.), მილსეპი (14 ქ.), მეინორი.
ორლანდო: კარტერი (34 ქ.), ჰოვარდი (18 1. 10 მ.), ლუისი (10 ქ.), უილიამსი (2 ქ.), პიეტრუსი; ბარნსი (17 ქ.), ანდერსონი (16 ქ.), რედიკი (10 ქ.), ჯონსონი (4 ქ.), ბასი, გორტატი.

 

აღმოსავლეთ კონფერენცია
ბოსტონი 22 18 4 2203:2003
ორლანდო 22 17 5 2249:2114
ატლანტა 21 15 6 2192:2044
კლივლენდი 22 15 7 2187:2077
მაიამი 20 11 9 1951:1945
მილუოკი 21 10 11 2073:2061
დეტროიტი 22 10 12 2052:2082
შარლოტი 20 9 11 1805:1812
ტორონტო 24 10 14 2514:2609
ვაშინგტონი 20 7 13 1939:2012
ჩიკაგო 20 7 13 1812:1981
ინდიანა 19 6 13 1838:1933
ნიუ იორკი  22 7 15 2275:2361
ფილადელფია 22 5 17 2121:2235
ნიუ ჯერსი 22 2 20 1944:2165

 

დასავლეთ კონფერენცია
ლეიკერსი 20 17 3 2088:1906
დენვერი 23 16 7 2498:2339
დალასი 22 15 7 2237:2132
ფინიქსი 22 15 7 2397:2327
პორტლენდი 23 14 9 2210:2099
იუტა 22 13 9 2224:2173
ჰიუსტონი 21 12 9 2132:2091
ოკლაჰომა სიტი 20 11 9 1953:1901
სან ანტონიო 19 10 9 1918:1853
ნიუ ორლეანი 21 10 11 2080:2147
საკრამენტო 21 9 12 2192:2217
კლიპერსი 21 9 12 1982:2037
მემფისი 21 9 12 2122:2209
გოლდენ სტეიტი 21 7 14 2280:2363
მინესოტა 22 3 19 2029:2269

 

დათო მანჯავიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.158328