ჩოგბურთი

17:02 | 8.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორია აზარენკას სენსაციური მარცხი მადრიდში

მსოფლიო რეიტინგის მესამე ჩოგანმა, ბელარუსმა ვიქტორია აზარენკამ მადრიდის მასტერსის მეორე წრის მატჩში სენსაციური მარცხი იწვნია 24 წლის რუს ეკატერინა მაკაროვასგან (6:1, 2:6, 3:6) და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.

შეხვედრა 1 საათსა და 53 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ეკატერინამ მეტოქის მოწოდება ოთხჯერ აიღო, საკუთარი კი სამჯერ დათმო. აზარენკას ანგარიშზე 2 ეისი და ერთბაშად 5 ორმაგი შეცდომა იყო, მაკაროვამ კი 3 ეისის წილ ამდენივე ორმაგი დაუშვა.

ამ ჩოგბურთელთა შეხვედრების ისტორიაში ანგარიში 3:2 გახდა ბელარუსის სასარგებლოდ.

დღევანდელი შეხვედრა სამუდამოდ შევა ტურნირის ისტორიაში, რადგან პირველი სეტის რიგით მეექვსე გეიმს ჩოგბურთელები 22 წუთზე მეტ ხანს თამაშობდნენ, მისი მიდინარეობისას მაკაროვას მოწოდებაზე 15-ჯერ დაფიქსირდა წონასწორობა (40:40).

ტურნირის მესამე წრეში მაკაროვა ფრანგ მარიონ ბარტოლის დაუპირისპირდება.

0.120971