ფეხბურთი

12:35 | 18.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორ ვაცკო: “ყენიამ “მეტალურგში” სამედიცინო შემოწმება გაიარა”

 

ლევან ყენიამ შესაძლოა კარიერა უკრაინულ საფეხბურთო კლუბ დონეცკის “მეტალურგში” გააგრძელოს.

ამის შესახებ, უკრაინული ინტერნეტპორტალების ცნობით, თავის “ტვიტერზე” საფეხბურთო კომენტატორმა ვიქტორ ვაცკომ დაწერა.

“გავრცელდა ხმა, რომ ლევან ყენიამ დონეცკის “მეტალურგში” სამედიცინო შემოწმება გაიარა. თუ ეს მართალია, ლევანის უკრაინის პრემიერლიგაში დაბრუნება გამახარებს” – იუწყება ვაცკო.

ცოტა ხნის წინ, ყენია მოსკოვის “ტორპედოში” ისინჯებოდა, მაგრამ რუსულ კლუბში მისი ტრანსფერი არ შედგა. შეგახსენებთ, რომ ის უკრაინის პრემიერლიგაში ლვოვის “კარპატის” რიგებში 2012-2013 წლებში თამაშობდა და 20 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

0.128872