საქართველოს ეროვნული ნაკრების, ევროპისა და იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის, ქვეყნის ჩემპიონ სიენის “მონტეპასკის” ფორვარდ ვიქტორ სანიკიძეს გულშემატკივართა წინაშე წარდგენა არ სჭირდება. “ვიკამ” (ვიქტორის მეტსახელი) დიდი ხანია დაამტკიცა, რომ თავის საქმე კარგად იცის. არც შემთხვევითი ყოფილა, როცა იგი ერთ-ერთ კემპზე, NBA-ს ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა “სან ანტონიო სპურსმა” აიყვანა და დღემდე მისი საკუთრებაა. მართალია, 2012-13 წლების სეზონში “მონტეპასკის” აწ უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელს ლუკა ბანკის ხანდახან არ გამოყავდა, მაგრამ როცა ენდობოდა, ვიქტორი ხშირად მოედნიდან ორმაგი დუბლით გადიოდა.
“ვიკა” სტაბილურია და ამიტომაცაა საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი. ის კალათბურთელთა იმ იშვიათ სიას განეკუთვნება, რომლებსაც თითქმის ყველა პოზიციაზე შეუძლიათ ითამაშონ, ანუ უნივერსალურია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ევრო-2013-ზე ცენტრალურ თავდამსხმელ ზაზა ფაჩულიას თამაში გამორიცხულია, ხოლო მძიმე ფორვარდის თორნიკე შენგელიას თამაში სათუო, სანიკიძის კარგ თამაშზე ბევრად იქნება დამოკიდებული საქართველოს ნაკრების წარმატებით გამოსვლა.
- ფაჩულიას გამოკლების შემდეგ (კითხვის ნიშნის ქვეშაა თორნიკე შენგელიას თამაშიც), თქვენ და ჩვენი გუნდის კიდევ რამდენიმე წამყვან კალათბურთელს გაორმაგებული შრომა მოგიწევთ, ევრო-2013-ზე კარგი შედეგის საჩვენებლად...
- არავინ იცის თორნიკეს ოპერაცია როგორ დასრულდება და მას კიდევ აქვს ევრო-2013-ზე გამოსვლის შანსი. ნებისმიერ შემთხვევაში, მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა კარგად ვითამაშოთ და ჩვენი გულშემატკივრებისთვის სასურველი შედეგი ვაჩვენოთ. ვეცდებით, ნაკრებს ფაჩულიას არყოფნა არ ვაგრძნობინოთ.
- ჩვენი ჯგუფიდან (ესპანეთი, სლოვენია, ხორვატია, პოლონეთი, ჩეხეთი) ვის თვლით უშუალო კონკურენტად?
- ყველა სერიოზული მეტოქეა და მოდუნების უფლება არავინ მოგვცემს.
- 2012-13 წლების სეზონი თქვენთვის იღბლიანი გამოდგა, რადგან “მონტეპასკისთან” ერთად იტალიის ჩემპიონი გახდით. მართალია, კარგად თამაშობდით, მაგრამ ბიანკი ხანდახან მაინც არ გენდობოდათ. თქვენს მიმართ ბიანკის ასეთი დამოკიდებულებას რით ხსნით?
- ბიანკი ისე წავიდა გუნდიდან, რომ მისი ჩემს მიმართ დამოკიდებულება აუხსნელი დარჩა. “მონტეპასკის” მთავარ მწვრთნელად ბიანკის თანაშემწე მარკო კრესპი დაინიშნა.
- კრესპისთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- კარგი, ცუდი ურთიერთობა არც ბიანკისთან მქონდა, მაგრამ მაინც ვერაფერი გავუგე.
- ევროპაში თამაშის უფლებით, თქვენ ჯერ კიდევ “სან ანტონიო სპურსის” საკუთრება ხართ. NBA-ში თამაშის შანსი როდის გექნებათ?
- შემიძლია NBA-ს ვეტერანთა კემპში მივიღო მონაწილეობა, რომელიც სექტემბერში ტარდება, მაგრამ თავს ვიკავებ, რადგან ამ დროს ევროპაში გუნდები ახალი სეზონისთვის მზადებაში არიან და NBA-ში რომ ვერ მოვხვდე, არ მინდა კლუბთან, სადაც ფიზიკურად ვიმყოფები, პრობლემები შევიქმნა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვიკა!გენაცვალე!შენი იმედი გვაქვს!უნდა დაგლიჯო!
აბა თქვენ იცით ბიჭებო!გაგვახარეთ ქართველობა!!!
ასაკობრივებში რა ხდება?რა შედეგებია...
ეს თაობა კარგია მაგრამ მომავალის კი რა ვთქვა
ეს ახალგაზრდული ნაკრებები ისეთ რაღაცებს აკეთებენ და ისეთ არასაკალათბურთO ქვეყნებთან აგებენ 20 ქულით რო კომენტარის გაკეტება მიჭIრს რა უბედურება დედა ეტირა კალათბურთს
ვერ გავიგე იმის მაგივრად გავამხნევოთ ბიჭები და გვერში ამოუდგეთ თბილი სიტყვებით, მთელი ზაფხული ვირებივით ვარჯიშობენ წყალში უყრით ყველაფერს უი და ვაი რა გვეშველება ვერ გავლენ ნუ გავლენ რა ამით მთავრდება ყველაფერი, მთავარია სულით და გულით ითამაშონ და მაქსიმუმი დადონ. წარმატებები ასე თუ ისე ბიჭებს.
ძალიან არასტაბილური სეზონი ჩაატარა ვიკამ... ღმ,ერთმა ქნას ევროპაზე სულ სხვაგვარად გამოიყურებოდეს....
თორნიკე შენგელია: ექიმები ოპერაციის გაკეთებას მირჩევენ
10:46 25-07-2013
საქართველოს კალათბურთელ ვაჟთა ნაკრები ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის მოსამზადებლად 25 ივლისს გამთენიისას სლოვენიას გაემგზავრა.
ბოლო ვარჯიშზე შევიტყვეთ, რომ ქვეყნის ნაკრებისა და "ბრუკლინის" წევრ თორნიკე შენგელიას კონტინენტის პირველობაზე თამაში სათუოა.
24 ივლისს გვიან ღამით ქართველ კალათბურთელს ამერიკაში შევეხმიანეთ და ჯანმრთელობის მდგომარეობა ვკითხეთ.
"ორლანდოს კემპის დაწყებამდე მუხლიდან სითხე ამომიღეს, მაგრამ ტკივილი მაინც მაწუხებს, განსაკუთრებით დატვირთვებისას.
ექიმებმა გამოკვლევა ჩამიტარეს და მითხრეს, მენისკიაო დაზიანებული. ისინი 70-პროცენტიანი დატვირთვით თამაშის ნაცვლად ოპერაციის გაკეთებას მირჩევენ.
აი, ახლაც ველოდები დასტაქართა საბოლოო გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, პრობლემის მკურნალობით მოვლა ხელს მაძლევდა, რომ სლოვენიაში ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს ნაკრებს დავხმარებოდი.
თუ მაინც ოპერაცია გარდაუვალია, რეაბილიტაციას სამი თვე დასჭირდება და, სამწუხაროდ, ევრობასკეტზე ვეღარ ვითამაშებ", - გვითხრა თორნიკე შენგელიამ.
არადა ზაზა და თოკოც რო გვყოლოდა უნიკალური შანსი გვქონდა ძაან შორს წავსულიყავით, მინიმუმ ნახევარფინალში!!! 9 უმაღლესი დონის კალატბურთელი გვეყოლებოდა, ყველა პოზიციაზე თანაბრად დაბალანსებული : ბუ, მანუ, ჰიკმანი, ვიკა, თოკო, ცქიტა , ბურჯანაძე, ზაზა და შერმადინი!!! ასეთი შანსი სხვა დროს ალბათ აგარც გვეკნება
ბურჯანაძეს ჯერ ბევრი აქვს დასამტკიცებელი და ასე რო ნუ აიყვნეთ რა ცაში
შენგელიაც თუ არ იქნა, საერთოდ ნუ წავალთ, თორე თავი მოგვეჭრრება
ჩეხეთს მაინც უნდა მოვუგოთ ჩემი აზრით, ცქიტიშვილმაც უნდა ითამაშოს აუცილებლად. ჯგუფიდან გასვლის იმედი აღარ მაქვს, მაგრამ კარგი თამაში ყოველთვის შეიძლება
გენაცვალე ვიკა ! გვჯერა რომ შეუძლებელს შეძლებთ ბიჭები !!!
!!!!!!!!
ვიკა ისედაც ხო მაგარი პროფესიონალია და კალათბურთს მაგრად თამაშობს, პახოდუ ნიჭი აქ აიყოლიოს დარბაზი, პუბლიკაზე მაგრად თამაშობს, ჯიგარი ხარ ვიკა და აბა შენ იცი ევრობასკეტზე შენი იმედი მაქ.
წარმატებები