ფეხბურთი

19:02 | 20.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორ პონედელნიკი: “ანანიძეს უმაღლესი დონის ტექნიკა აქვს”

საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში 1960 წლის ევროპის ჩემპიონმა, ექსთავდამსხმელმა ვიქტორ პონედელნიკმა, რომელიც წლების განმავლობაში გამოცემებში “სოვეტსკი სპორტი”, “ფუტბოლი” და “ფუტბოლ-ჰოკეი” ჟურნალისტად და ფეხბურთის განყოფილების რედაქტორად მუშაობდა, ჯანო ანანიძისთვის ქების სიტყვები არ დაიშურა.

“ანანიძის თამაშით თუ ვიმსჯელებთ, ის როსტოვში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. ამ ბიჭს უმაღლესი დონის ტექნიკა აქვს. ჭკვიანი მოთამაშეა, რაც მისი თამაშის მანერიდან და პერტნიორებისთვის გაკეთებული გადაცემებით სჩანს. თვალი დაგრჩება, ისეთ პასებს აკეთებს. “ვოლგასთან” მატჩში ძიუბას საუცხოო პასი მისცა. ეს ძვირი სიამოვნებაა. ანანიძემ რბილად გადააცილა ბურთი მოთამაშეთა მთელ ჯგუფს და ძიუბას პირდაპირ თავზე “დაასვა”. ძალიან ლამაზი კომბინაცია გამოვიდა”, – იუწყება პონედელნიკის სიტყვებს რუსული მედია.

აქვე გეტყვით, რომ ევროპის 1960 წლის ჩემპიონატის ფინალში, იუგოსლავიასთან მოგებულ (2:1) მატჩში, გადამწყვეტი გოლი სწორედ პონედელნილმა გაიტანა მიხეილ მესხის გადაცემის შემდეგ. ხსენებულ ფინალში ანგარიში სლავა მეტრეველმა გახსნა.


0.120629