საუდის არაბეთის კლუბ “ალ-აჰლის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კლუბის მთავარ მწვრთნელად პორტუგალიური “პორტუს” ყოფილი დამრიგებელი ვიქტორ პერეირა დაინიშნა.
44 წლის სპეციალისტმა სერბი ალექსანდრ ილიჩი შეცვალა და საქმეს 27 ივნისს შეუდგება. ამასთან, საუდის არაბეთში სამ ასისტენტს თავად ჩაიყვანს.
ვიქტორ პერეირამ გასულ სეზონში “პორტუ” ჩემპიონი გახადა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა მისი პაულუ ფონსეკათი ჩანაცვლების გადაწყვეტილება მიიღო.