კალათბურთი

19:53 | 23.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვინსენ კოლეს ტიტული დაუფასეს

საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვინსენ კოლეს, ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება დაუფასეს. ფრანგ სპეციალისტს ნაკრებში კონტრაქტი ევროპირველობის შემდეგ უმთავრდებოდა, თუმცა საფრანგეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, მწვრთნელს კონტრაქტს 2016 წლის ოლიმპიადის ჩათვლით გაუხანგრძლივებენ.

"ვინსენ კოლემ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ტიტული პირველად მოაგებინა. ჩვენ შეთანხმებულები ვიყავით: თუ ნაკრები წარმატებას მიაღწევდა მას კონტრაქტს გავუხანგრძლივებდით. წინა ევროპირველობასა და ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ, ჩვენ ევროპის უმაღლესი ტიტული მოვიგეთ. ვიმედოვნებ, კოლესთან ერთად 2016 წლის ოლიმპიადის ჩათვლით წარმატებულ სვლას გავაგრძელებთ" _ განაცხადა ჟან პიერ სიუტამ.

50 წლის ფრანგი სპეციალისტი ვინსენ კოლე საფრანგეთის ნაკრებში 2008 წლიდან მუშაობს.

 

გიორგი ბალახაძე

ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117837